ოქრო NYMEX(უნც.)  1296.8  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  909.90  +1.01%    |    ვერცხლი (უნც.)  16.52  +0.70%    |    პალადიუმი NYMEX  977.40  +0.65%    |    ნიკელი (ტონა)  14640  +0.26%    |    ალუმინი (ტონა)  2278.75  +0.26%    |    ნავთობი (Brent)  79.53  -0.34%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.34  +1.31%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.47  -1.13%    |    ხორბალი (ტონა)  533.75  +0.48%    |   
 USD 2.4805        EUR 2.9044        GBP 3.3087        RUB 4.005        UAH 0.9487        AZN 1.4636        AMD 5.1383      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აჭარა ჯგუფი საჰაერო ტაქსებიდან  ვერტმფრენებზე გადავიდა
მარიამ მინაძე
6 თებერვალი, 2018, 17:11
აჭარა ჯგუფი საჰაერო ტაქსებიდან  ვერტმფრენებზე გადავიდა

თბილისი (GBC) -  აჭარა ჯგუფის “საჰერო ტაქსების” სერვისი ვერ განვითარდა. შემაფერხებელი Beechcraft -ის მომწოდებელი კომპანია გახდა.

კომპანიის  დირექტორი  ვალერი  ჩეხერია GBC-სთან ამბობს, რომ  მწარმოებელმა კომპანიამ მათ გეგმები შეუცვალა, რადგან ნაყიდი 3 თვითმფრინავიდან მხოლოდ 1 ჩამოვიდა.

მისი თქმით, მწარმოებელს ემირატებიდან 40 თვითმფრინავის დიდი შეკვეთა ჰქონდა, ამიტომ მათი “ტაქსების” გამოგზავნა ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, მთელი დატვირთვა 1 ტაქსზე მოდიოდა, რაც თავდაპირველ გეგმას სცდებოდა.

მხარეებმა როგორც ჩანს ალტერნატივა მოიფიქრეს. „აჭარა ჯგუფს“  მარტიდან ვერტმფრენი ჩამოუვა, რომელიც მომხმარებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურებს შესთავაზებს. ჩეხერიას თქმით, იყო დიდი მოთხოვნა ასეთ ტურებზე, განსაკუთრებით ყაზბეგში და ამ სეგმენტის დაკმაყოფილებას შეძლებენ.

“ეს იქნება “საჰაერო ტაქსებზე” უფრო იაფი, ყაზბეგთან ერთად გვაინტერესებს თუშეთის, სვანეთის, კახეთის, მიტარბის და საქართველოს სხვა მიმართულებები”, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი. 

მისი თქმით, სუბსიდირებულ ავიაკომპანია “სერვისეართან” კონკურენციაში არ იქნებიან, რადგან მათი სუბსიდირებული ფასი ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას უწყობს გადაადგილებაში ხელს. ეს კი იქნება კერძო ჯგუფურ ტურებზე ორიენტირებული მომსახურება. 5 კაციან ტურში 1 ადამიანის ფრენის ღირებულება 1 საათის მანძილზე 200 დოლარი იქნება. 

რაც შეეხება ჯგუფის გეგმას, ყაზბეგში გაეხსნა მცირე ზომის, შიდა ფრენის აეროპორტი, ჩეხერია განმარტავს, რომ ჯგუფის გეგმაში ეს აღარ შედის და პროექტმა აქტუალობა მას შემდეგ დაკარგა, რაც მთავრობამ ხეობაში გვირაბის გაყვანის გეგმა დაანონსა. გვირაბის მეშვეობით შემოკლდება ყაზბეგამდე მისასვლელი მანძილი და შესაბამისად დროც.

შეგახსენებთ, “საჰაერო ტაქსით” 1 საათი ფრენის ღირებულება დაახლოებით $1500 იყო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები