ოქრო NYMEX(უნც.)  1221.2  +0.03%    |    პლატინა (უნც.)  849.60  +0.35%    |    ვერცხლი (უნც.)  14.37  -0.05%    |    პალადიუმი NYMEX  1161.40  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  11262.5  -1.16%    |    ალუმინი (ტონა)  1939.75  -0.36%    |    ნავთობი (Brent)  66.85  +0.18%    |    გაზი(NYMEX)  4467  +4.49%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.82  +0.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  115.55  +2.62%    |    ხორბალი (ტონა)  503.50  -0.61%    |   
 USD 2.6593        EUR 3.0369        GBP 3.4199        RUB 4.0356        UAH 0.9576        AZN 1.5689        AMD 5.4831      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს
7 თებერვალი, 2018, 12:59
საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

თბილისი (GBC) - საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ გლობალურ ციფრულ ტრენდებს, ხოლო ინოვაციებში ევროპულ პრიორიტეტებს ზოგიერთი მიმართულებით უსწრებენ კიდეც, -  ასეთია  Mastercard-ის Digitalization of Life-ის კვლევა, რომელმაც შეისწავლა, თუ რა დამოკიდებულებაა საქართველოშო digital-ტექნოლოგიებსა და სერვისებთან, რომელი ციფრული საბანკო გადაწყვეტილებებით სარგებლობენ და რომელ ინოვაციებზე არსებობს მოთხოვნა.

კვლევის მონაწილეთა 74%-მა მობილური ტელეფონი ანგარიშსწორების ყველაზე სასურველ მოწყობილობად დაასახელა. მანამდე ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ Mastercard Impact of Innovation გამოავლინა, რომ ევროპელთა შორის სმარტფონით ანგარიშსწორების ტრენდს რესპონდენტთა 60% ემხრობა. გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უპირატეს მეთოდად საქართველოს გამოკითხულ მოქალაქეთა 44% თითის ანაბეჭდების ამოცნობას მიიჩნევს, მაშინ, როცა ევროპელთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი მხოლოდ 38%-მა მიანიჭა.

კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების დიჯითალიზაციას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიურ გამოცდილებას უკვე დღეს ფლობს.

საქართველოს მოქალაქეთათვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში მთავარი არგუმენტი  სისწრაფე და დროის ეკონომია აღმოჩნდა - ეს ხაზგასმით აღნიშნა გამოკითხულთა 69%-მა. მომდევნო ადგილებზეა გამოყენების სიმარტივე და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა. ფინანსურ ციფრულ სერვისებს შორის საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება გადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილები, ასევე ონლაინ-შოპინგი.

„Mastercard-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად გახსნილია საქართველო ინოვაციებისთვის. უკონტაქტო ბარათი ქვეყანაში უკვე იქცა სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლოდ, და დღეს ვხედავთ ახალი ტრენდის დაბადებას - სმარტფონით ანგარიშსწორებას. ჩვენ Mastercard-ში, პარტნიორ ბანკებთან ერთად, ბევრს ვაკეთებთ ცხოვრების „ციფრული“ სტილის განვითარებისთვის: კერძოდ, საქართველოში ტელეფონით ანგარიშსწორებისთვის პირველი NFC-საფულეების გამოჩენამ ბარათების მფლობელებს ციფრული გადახდების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. დღეს ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ გადახდებისთვის ბიომეტრიული გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც ონლაინ-შოპინგისა და ტელეფონით ან პლანშეტით ანგარიშსწორების დროს შესაძლებელს გახდის უსაფრთხო გადახდებს თითის ანაბეჭდებისა ან სახის ამოცნობის მეშვეობით“, - აღნიშნა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში იგორ სტეპანოვმა.

გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს. უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული ადგილი სურსათით საცალო ვჭრობის ობიექტები აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეები ასევე ისურვებდნენ საგადახდო ბარათების უფრო მეტად გამოყენებას ტაქსებში, ონლაინ-შოპინგსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საკვანძო უპირატესობებს შორის, რომელთა მიღებასაც საქართველოში ბანკებისგან ბარათების მფლობელები ისურვებდნენ, არის: სპეციალური შეთავაზებები (54%), სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობა (48%), ასევე ფასდაკლებული საბანკო პროდუქტები (48%).

ქვეყანაში ინოვაციების განვითარების პერსპექტივების ზოგადი შეფასებისას - დარგებს შორის, რომლებიც, გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, სხვებზე მეტად საჭიროებენ ინოვაციებს, აღმოჩნდა ჯანდაცვა, განათლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კვლევის შესახებ

Mastercard-ის დაკვეთით, კვლევა Digitalization of Life 2017 წლის შემოდგომაზე აწარმოა კომპანიამ IPM Research. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საბანკო მომსახურების მომხმარებელმა და საბანკო ბარათების მფლობელმა - 20-75 წლის ასაკის 1000-მა მამაკაცმა და ქალბატონმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან და გორიდან. გამოკითხვის მეთოდოლოგია: CATI - სატელეფონო გამოკითხვის კომპიუტერული სისტემა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები