ოქრო NYMEX(უნც.)  1307.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  908.90  -0.48%    |    ვერცხლი (უნც.)  16.34  -0.91%    |    პალადიუმი NYMEX  964.20  +0.22%    |    ნიკელი (ტონა)  13787.5  -1.32%    |    ალუმინი (ტონა)  2329.7  -0.62%    |    ნავთობი (Brent)  73.81  -3.10%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.36  -0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.97  -0.62%    |    ხორბალი (ტონა)  519.25  +1.38%    |   
 USD 2.4365        EUR 2.8641        GBP 3.2661        RUB 3.9179        UAH 0.9339        AZN 1.437        AMD 5.0487      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კრისტალ ბილდინგის მიერ ქობულეთში სასტუმროს მშენებლობის დაწყებას პროტესტი მოჰყვა
12 თებერვალი, 2018, 17:09
კრისტალ ბილდინგის მიერ ქობულეთში სასტუმროს მშენებლობის დაწყებას პროტესტი მოჰყვა

თბილისი (GBC) - ქობულეთის ფიჭვნარში,  კომპანია "კრისტალ ბილდინგმის" მიერ  სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს.

კომპანიამ ნაყიდი ტერიტორიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთიც შემოღობა, რაც ადგილობრივებისთვის პრობლემატური აღმოჩნდა.  მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ სასტუმრო სანაპიროზე გადასასვლელ ტერიტორიას გადაკეტავს, რაც ადგილობრივებსა და ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის.

" კომპანიამ დარჩენილი პარკის ნაწილიც შემოიღობა. ზღვისპირა ქალაქი პარკით და ბულვარით ფასობს, ჩვენ კი აღარც პარკი გვრჩება და აღარც ზღვაზე გადასასვლელი. გამოდის, მხოლოდ იმ ადამიანებზე ვზრუნავთ, ვინც სასტუმროში უნდა დაისვენოს. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენთან ჩამოსულმა დამსვენებელმა 300 კილომეტრი უნდა გაიაროს, რომ ზღვაში ჩავიდეს?, ხელისუფლება ჩვენს უფლებებს არღვევს. წარმოუდგენელია, ყველაფერი შემოღობო და აქ მცხოვრებ ადამიანებს პარკში ყოფნის უფლება არ მისცე“, – ციტირებს batumelebi ქობულეთის მცხოვრებს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მერაბ ბასილიძეს.

Ipress-ის ცნობით, "კრისტალ ჰოლდინგში" განმარტავენ, რომ ღობე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით კეთდება და აღნიშნული ტერიტორიის მითვისებას არ გეგმავენ. 

შეგახსენებთ, "კრისტალ ბილდინგმა" 200 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში 200 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება დაანონსა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები