ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4586        EUR 2.8554        GBP 3.2591        RUB 3.8785        UAH 0.9336        AZN 1.4535        AMD 5.1008      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Bitcoin-ების მაინინგი ისლანდიის ელექტრომომარაგებას საფრთხეს უქმნის
13 თებერვალი, 2018, 16:53
Bitcoin-ების მაინინგი ისლანდიის ელექტრომომარაგებას საფრთხეს უქმნის

თბილისი (GBC) - კრიპტოვალუტების  მაინინგის გამო, ისლანდიის ელექტრომომარაგებას საფრთხე შეექმნება, - იტყობინება BBC News ენერგოკომპანია HS Orka-ზე დაყრდნობით.

კომპანიის წარმომადგენელი იოჰან სიგურბერგსონი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დატა-ცენტრების მრავალრიცხოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, მათი „კვებისთვის“ უფრო მეტი ელექტროენერგია იქნება საჭირო, ვიდრე მოსახლეობისთვის.

კომპანიის გათვლით, დატა-ცენტრების საერთო მოხმარება 840 გიგავატ ელექტროენერგიას შეადგენს, საცხოვრებელი სახლებისთვის კი, მხოლოდ 700 გიგავატია საჭირო.

ისლანდიაში არსებული კლიმატიდან გამომდინარე დატა-ცენტრების აშენება მომგებიანია, რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის სისტემის  გაგრილებაზე  დიდი ხარჯის გაწევა არ არის საჭირო და მეორე,  მეორე ქვეყანას გააჩნია მაღალხარისხიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხები.

2017 წლის დეკემბერში Power Compare -მა  დათვალა, რომ ელექტროენერგიის ხარჯების ზრდის მიმდინარე დინამიკის შენარჩუნების  შემთხვევაში,  დედამიწაზე წარმოებული მთელი ელექტროენერგია კრიპტოვალუტის მოპოვებაზე დაიხარჯება.  

ამ დროისათვის,  მაინინგზე წელიწადში 31 ტერავატი საათი იხარჯება,  რაც არის პლანეტაზე წარმოებული ელექტროენერგიის 0.14%. . წილი შეიძლება დიდი არ არის, მაგრამ ის უკვე აღემატება რამდენიმე ქვეყნის ჯამურ მოხმარებას, მაგალითად ირლანდიის  და ნიგერიის.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები