GE EN
სხვა სიახლეები
28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ შევლენ

„შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები, სსრკ–ის დაშლის შემდეგ, 1992 წელს დამყარდა.ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2017 წლის 13 მაისს გაფორმდა.საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას 2023 წელს მოაწერეს ხელი. 

1714386024

სი ძინპინი ევროპულ ტურნეში გაემგზავრება

სი ძინპინი, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ევროპაში პირველად ჩადის, 

1714383788

შვიდმა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ, ლონდონში „Real Wine Fai...

გამოფენა „Real Wine Fair”  ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში  წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას  მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. გამომდინარე აქედან, London Wine Fair წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.მიმდინარე წელს გამოფენაში მსოფლიოს 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, გერმანია და სხვა.დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და, შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება. 

1714381944

საქართველოს ბანკის და თიბისის აქციები ლონდონში რეკორდულ ნიშნულზეა

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.86%  წინა კვირასთან შედარებით და +9.28% გასულ თვესთან შედარებით. მათივე მტკიცებით, ვაჭრობის მოცულობამ 463 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.30 - 53.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა. თიბისი ბანკის ჯგუფის:გალტ & თაგარტის ინფორმაციით, (TBCG LN)  აქციები დაიხურა 34.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +12.56% წინა კვირასთან შედარებით და +9.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 329 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.65 - 34.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა. Georgia Capital-ის:(CGEO LN)  აქციები დაიხურა 13.32  ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.26% წინა კვირასთან შედარებით და +1.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 124 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.78 - 13.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა. 

1714381175

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტე...

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ ბანკმა სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს უკვე 16 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუ მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და არის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის ფარგლებში, შესარჩევ კრიტერიუმებს თავად უნივერსიტეტები ადგენენ, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულებს ავლენენ.უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 140-მდე სტიპენდიატი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სწავლის სრულ და ნაწილობრივ დაფინანსებას მიიღებენ."სტუდენტებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ეცადონ, დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მოიპოვონ ეს შანსი და გაიმარჯვონ საქართველოს ბანკის სტიპენდიების კონკურსში. რადგან კონკურსში გამარჯვება მრავალი კუთხით იქნება მათთვის სიკეთის მომტანი. ასეთი წარმატებით დაწყებული სტუდენტობა მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებამდე მიიყვანს. ახალგაზრდებისთვის რა უნდა იყოს იმაზე საჭირო და სასარგებლო, ვიდრე სწავლაში მხარდაჭერა და ამით ფაქტობრივად, მათი წარმატებული მომავლისკენ გზის გაკვალვა. თანაც, როდესაც ეს მხარდაჭერა ისეთი სერიოზული და ძლიერი ორგანიზაციისგან ხდება, როგორიც საქართველოს ბანკია, ორმაგად სტიმულის მიმცემი იქნება მათთვის. ჩემი მხრიდან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ბანკს ჩვენთან ამ პროექტით თანამშრომლობისთვის", — აღნიშნავს GIU-ს კანცლერი, ელი ელისაშვილი.„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რომლებიც მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სწორედ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა იკავებს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, მოიპოვონ სწავლის დაფინანსება ჩვენს პარტნიორ 16 უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 100-ზე მეტი სტიპენდიატი. მათი მხრიდან მიღებული უკუკავშირი კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

1714377345

„აგენტების“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დაიწყო, ინიციატივა სესიაზ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.ოხანაშვილის ამ პოზიციაზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას პროცედურულ საკითხზე საუბარი სურდა.„ქალბატონო თინა, ჩემი თანხმობის გარეშე საუბრის გაგრძელების შემთხვევაში გამოგიცხადებთ გაფრთხილებას. მუხლობრივად ვიწყებთ განხილვას, თუ რაიმე საკითხი გაქვთ, შინაარსობრივი განხილვის დროს დააყენეთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.„თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია, ან ინციდენტი იყოს თავიდან არიდებული,“ - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა. ამის შემდეგ მას კომიტეტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა.ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ კანონპროექტის სასესიო განხილვა ხვალ, 30 აპრილს არის ჩანიშნული და მოუწოდა, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დღესვეა დაგეგმილი სესიაზე საკითხის გატანა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო. მანამდეც და მას შემდეგაც საქართველოს პარლამენტთან პერმანენტულად ტარდება ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები.ორშაბათს, 29 აპრილს, მმართველი პარტია რუსთაველის გამზირზე კონტრაქციას გეგმავს. პარტიის ლიდერებმა აქციაზე „ქუდზე კაცს“ უხმეს. 

1714371768