თბილისი (GBC) – ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 5–10 მაისს საფრანგეთს, უნგრეთსა და სერბეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სი ძინპინი, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ევროპაში პირველად ჩადის,
თბილისი (GBC) – ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 5–10 მაისს საფრანგეთს, უნგრეთსა და სერბეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სი ძინპინი, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ევროპაში პირველად ჩადის,
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
რომელმაც ქვეყანაში გახსნა ფრონტი ავტორიტარულ რეჟიმსა და დემოკრატიას შორის. რომელიც სასტიკად უსწორდება ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებს; რომელიც არ ინდობს ახალგაზრდებს.ხელისუფლება, რომელიც კონსპირაციის სულელური თეორიებით აიგნორებს საერთაშორისო ინტიტუტებს, რაც უმძიმესია ბაზრისთვის, რადგან გადაცემის ეფექტი იქნება ძალიან სწრაფი. ეს კონვერტირდება გაძვირებულ რესურსებში, ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის. აღნიშნა, რომ ბაზარი მოვლენების ადეკვატურად იქცევა, ხედავს საერთაშორისო პარტნიორების ქცევას და აფასებს რისკებს. გახარია კუმულატიურ ეფექტებზე მიანიშნებს. რამდენიმეა ერთად:1) მესიჯი მაკროეკონომიკურ დისბალანსზე, რასაც ბაზარი იღებს, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებით;2) სანქციებთან არ შეერთების ეფექტი, უკვე გადათარგმნილი შედეგებში; 3) პოლიტიკური ტურბულენტობა, რომელშიც შევდივართ.მიაჩნია, რომ ეფექტების კრებულის გადაცემა ეკონომიკაზე იქნება ძალიან მძიმე. მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს არც გასული მოვლენები გამორჩენიათ. როგორ აირჩიეს სებ-ის პრეზიდენტი; როგორ მოქმედებდა რეგულატორი სანქცირებული ფარცხალაძის საქმეზე. როგორი იყო, ოფშორულ კანონზე, საპარლამენტო და ივანიშვილის მილიარდების დაცვაზე, სამთავრობო ხელისუფლების რეაგირება.მისი თქმით, ეკონომიკური ინსტიტუტების და პოტენციური ინვესტორების თვალში საცემი იყო კერძო სექტორის პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ბიზნესმენებს გააკეთებინეს.გახარიამ, კუმულატიური ეფექტის ამ, მე-4 მდგენელის არანაკლებ სიმძიმეზე აღნიშნა. როგორც მან თქვა, შედის ბიზნესმენების მდგომარეობაში, მაგრამ დგება მომენტი, როცა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენო ყველაზე წინ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ მანიფესტანტების მიმართ გამოყენებული ძალების პროპორციულობის შეფასებისას, გახარიას მოუწია თავის მართლება, თუმცა ძველებურ, ულტიმატუმის ტონში, "უნდა შევთანხმდეთ რომ", - თარგამაძეს მოსთხოვა თანხმობა, რომ 20 ივლისთან პარალელები ვერ გაივლება, ის პროტესტი იყო ძალადობრივი, ეს კი მშვიდობიანი."12 წელი ჰაერში გადავყარეთ, რასაც ემატება ევროპული პერსპექტივის ცვლილება", - ბიზნესის ყოფილი ომბუდსმენი, ეკონომიკის და შს ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა 12 წინანდელ მოცემულობაშია და "26 ოქტომბერს უნდა მოვაწყოთ 2012-ის 1 ოქტომბერი", - მისი თქმით უნიკალური მომენტია.დამოუკიდებლობის მიღებიდან, ოცნების მთავრობა პირველია, რომელიც მოქალაქეების კონსენსუსს, საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე, ეჭვქვეშ აყენებს.სტრატეგიულ მოკავშირეებს ბრალდებებს უყენებს ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილი. ეს გამოცხადდა 29 აპრილს..
1715799480
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) უმრავლესობა ბირჟის პლატფორმას ირჩევს. თუმცა ლიცენზირებულ კრიპტომოვაჭრეებს შორის არის სალაროთი მომუშავე Vasp-იც."ბიზნესპარტნიორის" ინფორმაციით, როგორც შერ888-ის დამფუძნებელმა გია აშკაშიძემ (გია და იგორ აშკაშიძეები შერ888-ის 50%-50%-ს ინაწილებენ) განაცხადა, შერის მომსახურება საოფისეა და არა ვირტუალური. მომხმარებელს, ფიზიკურად, შერ888-ის ოფისში ემსახურებიან.ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციებს, საოპერაციო, ე.წ. ცხელი საფულის მეშვეობით ასრულებს. კლიენტს შეუძლია ნებისმიერი მოდიფიკაციის საფულით მიაკითხოს, მათ შორის ცივი საფულით, Ledger-ით, რომელსაც ფინტექ წრეებში მარტივ საფულედ მოიხსენიებენ. ციფრულია, თუმცა ნაკლებად მოდერნიზებული. გარკვეული პროცედურები ხელით სრულდება და კლიენტთა ის ნაწილი ირჩევს, ვისაც ჰგონია, რომ შემდეგ ვერსიებზე უფრო უსაფრთხოა და თავს მეტად დაცულად გრძნობს.როგორც აშკაშიძემ განაცხადა, რამდენიმე ციფრულ ვალუტის, მ.შ. ეთერიუმის და ბიტკოინის კონვერტაციაზე მუშაობს, ძირითადად ციფრულ დოლარს USDTახურდავებს, ლარში და აშშ დოლარში ( და პირიქით).მარეგულირებელი "ნაღდზე" მომუშავე პროვაიდერსაც იგივე მოთხოვნებს უწესებს.VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.კლიენტის ვერიფიკაციისთვის და კრიპტო wallet სკრინინგისთვის.
1715793300
სხვა დეპუტატმა უმრავლესობიდან რიხარდ გლიუკმა ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მომხდარზე მათ ეკისრება პასუხისმგებლობა“.სლოვაკური მედიის ცნობით, ფიცოს ოთხჯერ ესროლეს, აქედან ერთი ტყვია მას მუცლის არეში მოხვდა. ფიცოსთან ახლოს მდგომმა ქალმა გაზეთ Denník N–ს უთხრა, რომ პრემიერს თავზე და მუცელზე შენიშნა სისხლი.სლოვაკური გამოცემა Plus Jeden Den კარგად ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობის წერს, რომ პრემიერი მკერდში და მუცელშია დაჭრილი და მიმი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ეს ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქალაქ ჰანდლოვაში ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა.
1715781890
კავკასიის რეგიონში EBRD ზომიერ ზრდას პროგნოზირებს 4.1%-ით 2024 წელს, სანამ 2025 წელს 3.5%-ს მიუახლოვდება, რაც, მათი თქმით, საშუალოვადიანი პოტენციური ზრდის შეფასებებს შეესაბამება.ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკასიამ და ცენტრალურმა აზიამ მიიღო ფულის, ბიზნესისა და ხალხის მნიშვნელოვანი შემოდინება. მათივე ვარაუდით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის მაღალკვალიფიციურმა პროფესიონალებმა, დატოვეს რუსეთი. მათ შორის, ბანკის თქმით, ბევრმა დასახლება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში აირჩია, სადაც ენობრივი და კულტურული სიახლოვით და შედარებითი მარტივი ბინადრობის მოპოვებისა და საბანკო ანგარიშების გახსნის შესაძლებლობებით ისარგებლეს.მათ შორის, CCA-ს პატარა ქვეყნებმა, საერთო პოპულაციასთან შედარებით, რუსი მიგრანტების წილის უფრო დიდი ზრდა დაინახეს. მაგალითად, 2022 წელს ახალჩამოსულები საქართველოს მოსახლეობის 3%-ს და სომხეთის 2.5%-ს შეადგენდნენ.საფინანსო ინსტიტუტის გათვლებით, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში, საქართველოში სავარაუდოდ, 20,000-ზე მეტი რუსი IT სპეციალისტი (რომლებიც ასევე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ) და 21,000-ზე მეტი იურიდიული კომპანია დაფუძნდა. ამასთანავე, ქვეყნის კომერციულ ბანკებში მიგრანტების მიერ, 100,000 საბანკო ანგარიში გაიხსნა.EBRD საქართველოს ძირითადი რისკების წარმომქმნელად გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას რეგიონში და შიდა პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახელებს. პოტენციურ პროგრესს რაც შეეხება, ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს შეუძლია შექმნას უფრო სტაბილური გარემო და სტიმული მისცეს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს.EBRD-ის პროგნოზები 25 აპრილის მდგომარეობით მაჩვენებლებზე დაყრდნობით აქვს მომზადებული. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშში არაფერია ნათქვამი.
1715773498
ეკონომიკის სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გამოკვლეული და შეფასებული იქნა მთელი რიგი ასპექტები, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის საჭიროება მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკამ განაპირობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება ქუთაისის აეროპორტში. მინისტრის თქმით, გასულ წელს აეროპორტი რეკორდულ რაოდენობას - მილიონ შვიდასი ათასამდე მგზავრს მოემსახურა და ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ.საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ კვლევა და შეფასებები მოიცავს აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქნის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელ მდგომარეობას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს; აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის (მათ შორის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქანი) განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებას და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას; VIP ტერმინალის, სატვირთო ტერმინალების, ტექნიკური მომსახურების საწარმოს განვითარების შესაძლო ლოკაციებს, ასევე აეროპორტის გარე ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობებს და ა.შ.შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გენერალური გეგმის ფარგლებში მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში აეროპორტის ტერმინალისა და სააეროდრომო ნაწილის განვითარებასა და იმ შესაძლებლობებზე, თუ რამდენ მგზავრზე იქნება გათვლილი აეროპორტი და პიკურ საათში რამდენი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.გენერალური გეგმის მიხედვით, სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთნაკადის წინასწარ განსაზღვრული ოდენობის მიღწევის შესაბამისად განვითარებას 20 წლიან პერიოდში, რაც საბოლოოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ წლიურად 5.1 მილიონი მგზავრისა და 30 000-მდე რეისის მომსახურების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. გენერალური გეგმის შესრულება წელსვე დაიწყება - 2024 წლის ზაფხულში ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს.
1715771836
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნება."ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ კანონის მიზანზე, საფუძველზე. მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის თანხები და მათივე გადასახადების გადამხდელების თანხები ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ, ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების. ვუთხარით, რომ მათ ხელშია უპირველეს ყოვლისა ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან.რაც შეეხება თავად კანონს, მათ რა თქმა უნდა აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით, რომ სამწუხაროდ ორი თვის განმავლობაში, რაც კანონი არის ინიციირებული, ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს. ვნახეთ მხოლოდ კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება ამ კანონისთვის, რაც არაევროპული ქცევაა. თუკი ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც აქამდე ვიყავით მზად, ამის იქითაც მზად ვართ", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა შეხვდებიან. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი გუშინ 14 მაისს მიიღო, რომელსაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მიღების შემდეგ დაიწყო დაკავებები.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საქართველოში ერთ თვეზე მეტია დემონსტრაციები მიმდინარეობს.
1715771174
მეორე ადგილზეა RIA, რომლის წილმა მთლიანი ფულადი გზავნილების გატარებაში 23,7% შეადგინა $66 058 300–ით.მესამე ადგილზეა Money Gram 18,7%–ით და $52 179 400–ით.მეოთხე ადგილს იკავებს Western Union 16,8%–ით და $46 684 300–ით.მეხუთეზეა Intel Express – 11,6%–ით და $32 243 400–ით.უმსხვილეს სისტემებს შორის მეექვსეა Rico Gram – 2,9%–ით, $8 102 300–ით.სხვა სისტემებზე მთლიანი გზავნილების მხოლოდ 0,1% მოდის და ჩარიცხულია $259 700.
1715770949
ქვეყნების ჭრილში თუ განვიხილავთ, ფულადი გზავნილების მოცულობით პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია ინარჩუნებს – $49 129 400, თუმცა, ამ ქვეყნიდან შემოსული გზავნილები ბოლო თვეებში სტაბილურად მცირდება. მაგალითად, თუ იანვარში რუსეთიდან $67,6 მლნ ჩაირიცხა, თებერვალში ამ მაჩვენებელმა $54,6 მლნ შეადგინა, მარტში კი $52,9 მლნ იყო.ფულადი გზავნილების მოცულობის სიდიდით მეორე ადგილზეა აშშ, საიდანაც აპრილში საქართველოში $46,3 მლნ შემოვიდა. ეს მოცულობა თითქმის $2 მლნ–ით აღემატება მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს.მესამე ადგილზეა იტალია, საიდანაც აპრილში $45,8 მლნ შემოვიდა, მეოთხე ადგილს საბერძნეთი იკავებს $21,9 მილნ–ით, ხუთეულს კი გერმანია კრავს $20,7 მლნ–ით.საანალიზო პერიოდში საქართველოდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა ჯამში $30,4 მლნ შეადგინა. შესაბამისად, ფულად გზავნილებში დადებითი ბალანსი $248 მლნ–ს შეადგენს.
1715769396
გიორგი აგირბაია: "ადრე თუ გვიან ეს კანონი ყველას შეეხება"
1715418155
„საქართველოს მთავრობას შეიძლება რუსეთის სამხედრო დახმარება დასჭირდეს“...
1714643895
საპენსიო დანაზოგები არ დაიკარგება
1715176680
საქართველოს უნივერსიტეტი ემიჯნება უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას
1715691637
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი მეორედ დააკავა
1715693098