თბილისი (GBC) – სეპარატისტული ცხინვალის ე.წ. ეროვნული ბანკი 23 ნოემბერს მონეტას წარმოადგენს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრას ეძღვნება.

„სამახსოვრო მონეტა „СВО“ დაუოკებელ ნებისყოფას, ვაჟკაცობას, გმირობას და თავდადებას, რუსი და ოსი ჯარისკაცების საბრძოლო ძმობას, რუსეთისა და ოსეთის ისტორიულ და სულიერ კავშირს ეძღვნება. მონეტის ნომინალი 25 ზარინია“, – ნათქვამია ცხინვალის ე.წ. ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ყოფილმა ხელმძღვანელმა ანატოლი ბიბილოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ 1100 ცხინვალელი იბრძვის. ღია წყაროების ცნობით, უკრაინაში 30–ზე მეტი ოსი მოკლეს.