თბილისი (GBC) – იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $15.2 მლრდ შეადგინა, რაც 33.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 იან-ოქტ: $11.4მლრდ).

აქედან ექსპორტმა $4.5მლრდ, ხოლო იმპორტმა $10.7მლრდ შეადგინა. გთავაზობთ ამ პერიოდის ტოპ 5 ექსპორტ/იმპორტირებულ პროდუქციას და მათ რაოდენობას:

ექსპორტი:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $842.1 მლნ-ის 351.8 ათასი ტონა.

2. მსუბუქი ავტომობილები - $661.3 მლნ-ის 64354 ერთეული.

3. ფეროშენადნობები - $447.7 მლნ-ის 218.5 ათასი ტ.

4. სასუქები (აზოტოვანი.მინერალური ან ქიმიური) – 221.7 მლნ-ის 358.6 ათასი ტ.

5. ღვინო - $200.8 მლნ-ს 80 მლნ ლიტრი.

ამ ხუთი პროდუქტის ჯამი, მთლიანი ექსპორტის 52.2%-ია.

იმპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $1.2 მლრდ-ის 118743 ერთეული.

2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.1 მლრდ-ის 1.1 მლნ ტ.

3. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $623.1 მლნ-ის 287.5 ათასი ტ.

4. სამკურნალო საშუალებები - $329.1 მლნ-ის 10.3 ათასი ტ.

5. ნავთობის აირები - $316.9 მლნ-ის 32.9 ათასი ტ.

 

ამ ხუთი პროდუქტის ჯამი, მთლიანი იმპორტის 34%-ია.