
კვლევაში წარმოდგენილია 40 ქვეყანა ყურძნის წარმოების მიხედვით.პირველ ადგილზე ჩინეთია. ჩინეთმა 2021 წელს 11.3 მილიონი ტონა ყურძენი აწარმოა.მეორეზე იტალიაა 8.1 მილიონი ტონით.მესამეზე ესპანეთი 6.1 მილიონი ტონით.რაც შეეხება საქართველოს, 2021 წელს ქვეყანამ 271.6 ათასი ტონა ყურძენი აწარმოა, რითაც 32-ე ადგილს იკავებს.
1679556533

ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულება წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. როგორც შარშან, ისე წელს 1 ლიტრი ქართული საექსპორტო ღვინის ფასი საშუალოდ 2.94 დოლარია.ღვინის საიმპორტო პარტნიორები კი შემდეგია:1) რუსეთი - $23.9 მლნ-ს 5.6 მლნ ლიტრი. (ღვინის ექსპორტის 69%).2) უკრაინა - $1.8 მლნ-ს 624 ათასი ლიტრი. (ღვინის ექსპორტის 5.2%).3) პოლონეთი - $1.7 მლნ-ს 685.2 ათასი ლიტრი. (ღვინის ექსპორტის 4.9%).
1679477613

კალაძის თქმით, საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება.„პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობა. გარკვეული სირთულეები იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. ტერიტორიიდან მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება იმისთვის, რომ სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო. მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა და პირიქით, შესაძლებელი იქნება ოთხი წუთის განმავლობაში. საბაგირო ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს და გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მეტრი იქნება.
1679474743

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე 26 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება. დღეისათვის, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენებს კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს. რაც შეეხება ახალ მიმართულებას, კიშინეუ - ბათუმი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება 26 მარტიდან 27 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.ავიაკომპანია Air Moldova საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა.
1678964751

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ათენი - თბილისი - ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2021 წლის ივნისიდან განაახლა.
1678964479

,,ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე საინტერესო ფასის, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემა ავირჩიოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამ სისტემებისა და აღჭურვილობების წარდგენას მგზავრებისთვის და უახლოეს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებს დავამონტაჟებთ. რამდენიმე კომპანიას, რომელსაც გამოფენაზე შევხვდით, უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ქუთაისის აეროპორტის საჭიროებებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.მისი თქმით, მოგზაურობის წესი ყოველთვის ვითარდება და სულ უფრო ციფრული ხდება. ის პროცედურები, კი რომელიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, მგზავრისთვის ყოველთვის სტრესს უკავშირდება,,ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა - ანუ, როდესაც მგზავრი აეროპორტში მიდის, მას მომსახურე პერსონალთან პირველი კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დროს ექნება, ყველა სხვა პროცედურას თავად გააკეთებს, რაც დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ პერიოდში აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით ისარგებლოს.ჩვენ ვცდილობთ, რომ საჭირო პროცედურები მგზავრებს, რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ. გეგმაში გვაქვს საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - მგზავრს ბარგის გახსნა არ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს იქ განთავსებულ ნივთებს და თუ ეს დრო ახლა 1-1.5 წუთს საჭიროებს, შესაძლებლობაა, რომ დრო 30 წამამდე დავიყვანოთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა PASSENGER TERMINAL EXPO დღეს სრულდება. 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის. Passenger Terminal Expo-ს ფარგლებში გუშინ Skytrex-ის 2022 წლის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც თბილისისა და ბათუმი საერთაშორისო აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში მოხვდნენ.
1678955238

მეოთხე კვარტალში, ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობით თბილისი ლიდერობს. თბილისში ვიზიტების 25.7% განხორციელდა, რაც რაოდენობრივ გამოსახულებაში 337.7 ათასი ვიზიტორია (+7% Y.Y).მეორე ადგილზეა იმერეთი 225.4 ათასი ვიზიტორით, რაც მთლიანი ვიზიტების 17.1%-ია (+1% Y.Y).მესამეზეა კახეთი 130.8 ათასი ვიზიტორით, რაც ვიზიტების 9.9%-ია (+21.8% Y.Y).მეოთხეზეა აჭარა 126 ათასი ვიზიტორით, რაც ვიზიტების 9.5%-ია (-17% Y.Y).მეხუთეზეა ქვემო ქართლი 103.4 ათასი ვიზიტორით, რაც ვიზიტების 7.6%-ია (-12.7% Y.Y).
1678948449

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ, ხოლო ბათუმის - მეორედ მოხვდა.მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები.Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.ღონისძიებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში თეა ზაქარაძე Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედს შეხვდა.Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.
1678947097

Freeride-ის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაცდაახლოებით ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამაც. Freeride - ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.ფრირაიდის მე - 2 საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაჯილდოებას (18 – 19 მარტს) დაესწრებიან მხარდამჭერი სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მერიისა და სვანეთი DMO - ს წარმომადგენლები.შეჯიბრის მხარდამჭერები არიან: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. Freeride World Tour-ის ორგანიზატორია ქართული კომპანია white rabbit, რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.მსგავსი ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან წამოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის ცნობადობას ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას .
1678799304

საქართველოს სლოგანი გამოფენაზე იყო „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელმა გააშუქა.„ბერლინის გამოფენაზე ჩვენ გამორჩეულად საინტერესო და ყოვლისმომცველი პავილიონი გვქონდა. ჩვენ სტუმრებს გავაცანით საქართველო თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, ბუნების ძეგლებით, გამორჩეული ფოლკლორით, უგემრიელესი სამზარეულოთი და მეღვინეობის უწყვეტი 8000-წლოვანი ისტორიით, რომლის გამოც მსოფლიო ჩვენს ქვეყანას სამართლიანად უწოდებს ღვინის სამშობლოს. ამავე დროს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ თანამედროვე მიღწევებითაც - მდგრადად განვითარებადი კურორტებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო გახდეს კარგად განვითარებული ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რის გამოც ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი ტურისტული ადგილების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის, კონკურენტული სერვისების განვითარება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ITB Berlin 2023 - ზე მასპინძელ ქვეყნად საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას და ქვეყანას წარმატებით გაიყვანს ახალ სამიზნე ბაზრებზე, მათ შორის, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის ზრდის დინამიკას. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ საავიაციო ბაზარზე შემოვიდეს მეტი ახალი ავიაკომპანია, არსებულმა ავიაგადამყვანებმა კი გაზარდონ მიმართულებები და რეისების სიხშირე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის მიმართულებებზე, რათა მეტმა ევროპელმა ტურისტმა შეძლოს საქართველოში მოგზაურობა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.ITB Berlin 2023 - ზე საქართველოს პავილიონი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.
1678455540
რომელი ქვეყნის პასპორტია ყველაზე „ძლიერი“
1678964746
VTB მოგებას იბრუნებს, კრედო TOP-3-ში ინაცვლებს -ბანკების რეიტინგი
1679416753
„ვისოლ ავტო ექსპრესმა“ „თეგეტა რითეილს“ მეორე ტენდერიც მოუგო
1679311750
თიბისი ტარიფებს ცვლის
1678711478
თურქეთმა რუსეთში სანქცირებული ტვირთების ტრანზიტი შეწყვიტა
1678363656