თბილისი (GBC) - სებმა Bmatch პლატფორმაზე მარტში განხორციელებული ინტერვენციების შედეგად საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $101.7 მლნ–ით შეავსო – $4.31 მილიარდამდე.
სები აღნიშნავს სავალუტო რეზერვების როლზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში და სებ-ის მიდგომაზე, რომ შეავსოს რეზერვები, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.
წელს, იანვარ-თებერვალში სებ-ს ვალუტა არ შეუსყიდია. Bmatch-ზე აპრილის ტრანზაქციის მონაცემები 27 მაისს გამოქვეყნდება. მარტამდე ეროვნული ბანკი შიდასამთავრობო კონვერტაციებით შემოიფარგლებოდა.