თბილისი (GBC) - „აგროჰაბის“ დამფუძნებელს ქსელის გაფართოება ეკონომიკის მინისტრმა მიულოცა 

„მართლაც სასიხარულო დღეა თბილისისთვის - ახალი,  არქიტექტურულადაც გამორჩეული, ლამაზი ობიექტი შეემატა ქალაქს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

4-სართულიანი მულტიფუნქციური სივრცე, გმზახურდიას სანაპიროზე გაიხსნა. კონცეფციაც მომხმარებელთა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას და მაღალი ხარისხის სერვისს გულისხმობს.

ფილიალები „აგროჰაბის“ წარმოების პროდუქტებით მარაგდება ცენტრალური საწარმოდან, რომელიც 2023 წელს 3000 კვ. მ ფართობზე აშენდა. აღსანიშნავია, რომ „აგროჰაბში“ ამჟამად  2000-მდე ადამიანია დასაქმებული.

წელს „აგროჰაბის“კიდევ რამდენიმე ობიექტი გაიხსნება თბილისსა და ქუთაისში.