თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ტკბილეულობის წამყვანი მწარმოებლისთვის თურქეთში - Kervan Gıda-სთვის €40 მლნ-ს გამოყოფს, რათა კომპანიამ გააძლიეროს ეკოლოგიურად მდგრადი და ინკლუზიური განვითარება.

ფინანსური პაკეტი მოიცავს:

· €10 მლნ-ს ახალი ავტომატიზაციის, ეფექტიანობისა და ტექნიკური მომსახურების პროექტებისთვის;

· €15 მლნ-ს მოკლევადიანი ვალის ნაწილის რეფინანსირებისთვის;

· €15 მლნ-ს სამუშაო კაპიტალის მხარდასაჭერად.

პროექტი ხელს შეუწყობს ინკლუზიურობას - „ციფრული ოპერატორის სკოლის“ საშუალებით გადამზადების პროგრამებით, ადგილობრივ უნივერსიტეტებთან სტაჟირების დაწყებით და ბავშვზე ზრუნვის სერვისების დანერგვით, რათა გაძლიერდეს გენდერული ინკლუზია და work-life ბალანსი.

ასევე ექნება გარემოსდაცვითი სარგებელი – ინვესტიციებით მზის ენერგიაში და გადამუშავებადი, სერტიფიცირებული შეფუთვის მასალების გამოყენებით. ეს ნაბიჯები შეამცირებს ემისიებს, გააუმჯობესებს რესურსების გამოყენების ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკებს.

EBRD-მა 2009 წლიდან თურქეთში 499 პროექტში €22  მლრდ-ზე მეტი დააბანდა.

ცნობისთვის, Kervan Gıda 11-მდე ბრენდს აერთიანებს, მათ შორის რამდენიმე კი საქართველოს ბაზარზეც გვხვდება, ტკბილეული, როგორებიცაა BEBETO, Yumy-Yumy და COSBY.