თბილისი (GBC) - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „ივერია ფრანსთან“ (მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება  გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. 

GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

-  გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; 

- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და  განათავსოს შპს „ივერია ფრანსის“ ყველა სარეალიზაციო მაღაზიაში; 

- უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება და ა.შ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.