თბილისი (GBC) - შემოსავლების სამსახური განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვაზე აცხადებს.

დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.

ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნების ზედაპირებისთვის განკუთვნილი კაუჩუკის საფარი ფილებით და საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.

აღმოჩენილია მალულად განთავსებული  სხვადასხვა დასახელების 202  176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის -  ,,NZ“,  ,,MINSK" და ,,Queen Menthol“.

აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1 132 185 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.