თბილისი (GBC) - მოდის ენთუზიასტები, მოდერნიზებულ სამ სართულიან მაღაზიაში შესასვლელად, რუსთაველის გამზირზე დილიდანვე შეიკრიბნენ. წითელი ლენტის საზეიმოდ გაჭრის შემდეგ, H&M-ისთვის და მისი თანამშრომლებისთვის, საქართველოში საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო.
H&M-სთვის თბილისში მდებარე მაღაზიის განახლება და მოდერნიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, მდიდარი ისტორიითა და მარადიული სულისკვეთებით, ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებიც H&M-ს მთელ მსოფლიოში შთააგონებს.
რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია, რომელიც სამ სართულზე 2,363 მ² ფართობს მოიცავს, ახლა უკვე წარმოდგენილია განახლებული ინტერიერით, ახალი განლაგებითა და გაუმჯობესებული ატმოსფეროთი - ყველა დეტალი შექმნილია მომხმარებლისთვის სასიამოვნო და შთამაგონებელი შოპინგ გამოცდილების შექმნისთვის. კოლექციები მოიცავს მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს ქალების, მამაკაცების, მოზარდების, ბავშვებისა და ჩვილებისთვის. H&M-ის მიზანია, მაღაზიაში მომხმარებელმა საკუთარი სტილის მიუხედავად შეძლოს სასურველი ტანსაცმლის შერჩევა, - იქნება ეს კლასიკური მარადიული მიმართულება, თუ თამამი ტრენდული სამოსი.
გახსნის აღსანიშნად, ადგილზე მომხმარებლებს საზეიმო ატმოსფერო დახვდათ: საჩუქრად გადაეცათ, შემოდგომის შთაგონებით სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ყვავილების თაიგულები და სავაჭრო ვაუჩერები. ამასთან, ადგილზე მოეწყო POP-UP კაფე - ადგილობრივ „ყავის ლაბორატორია Coffee Lab”-თან თანამშრომლობით. ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს H&M-ის ერთგულებას ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და კოლაბორაციის მიმართ.
„რუსთაველის გამზირზე მდებარე ჩვენი მაღაზიის ხელახლა გახსნა მისი დიდი ხნის ნანატრი მოდერნიზაციის შემდეგ ჩვენთვის საამაყო მომენტია. თბილისი კულტურით, ისტორიით, გამორჩეული არქიტექტურით სავსე ქალაქია, რომელიც ცნობილია თბილი სტუმართმოყვარეობითა და შემოქმედებითი ენერგიით - ღირებულებები, რომლებიც ღრმად ეხმიანება H&M-ს. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვუმასპინძლებთ ჩვენს მომხმარებლებს განახლებულ სივრცეში და ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოში“. ამბობს რიკარდო ვალენტე და კონსეიკაო, თურქეთის გაყიდვების ბაზრის გაყიდვების მენეჯერი.
განახლებული დიზაინით, კონცეფციითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია ქართველ მომხმარებლებს გაუმჯობესებულ სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, რაც ასახავს H&M-ის მუდმივ ერთგულებას - მომხმარებლებისთვის მოდისა და ხარისხის შეთავაზება საუკეთესო ფასად, მდგრადი გზით.
H&M ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და პრესისთვის განკუთვნილი ფოტოების სანახავად ეწვიეთ hmgroup.com/media-ს.
*H&M-ის თურქეთის გაყიდვების ბაზარი მოიცავს ოპერაციებს თურქეთში, საქართველოსა და ყაზახეთში.
H & M Hennes & Mauritz AB დაფუძნდა შვედეთში 1947 წელს და წარმოდგენილია Nasdaq Stockholm-ზე. H&M-ის ბიზნეს-იდეა არის მოდისა და ხარისხის შეთავაზება საუკეთესო ფასად, მდგრადი გზით. H&M-ის გარდა, ჯგუფში შედის ბრენდები: COS, Monki, Weekday, & Other Stories, H&M HOME და ARKET, ასევე პლატფორმა Sellpy.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: hmgroup.com