თბილისი (GBC) – რიყის დოქების მფლობელი კომპანია აქტივის 50%-ს ყიდის.  განცხადებას ქონების გასხვისებაზე  შპს GLOBAL VICTORY TRUST ავრცელებს. 

სწორედ ამ კომპანიამ და მისმა მფლობელმა დავით ხიდეშელმა შეიძინა დოქები მიმდინარე წლის მარტში. კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ რომ გასხვისება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 24 მარტს გამართული ელექტრონული აუქციონით დადგენილი პირობების შესაბამისად მოხდება.

„მსურველი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში გამოცდილება და შეთანხმების შემთხვევაში წარმოადგენს განსახორციელებელ საინვესტიციო თანხაზე საბანკო გარანტიას, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეუძლია გამოაგზავნოს წერილი კომპანიის ელ-ფოსტაზე: info@gvgholding.ge, სადაც აღწერილი უნდა იყოს დაინტერესებული პირის (ფიზიკური/იურიდიული) განხორციელებული პროექტები, გამოცდილება და ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა. შეთავაზება ძალაშია მისი გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რიყის დოქები 10 მლნ ლარად იყიდა. ეს სახელმწიფოს მხრიდან აქტივის პრივატიზების მეშვიდე მცდელობა იყო.