თბილისი (GBC) – „თეგეტა მოტორსმა“ და „გალფმა“ ავტომფლობელებისთვის ერთობლივი კამპანია დაიწყეს. 16 ნოემბრიდან Tegeta App-ში დარეგისტრირებული ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი 50 ლარის ღირებულების „გალფის“ ქულებს მიიღებს. ქულების გამოყენება „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესაძენად და Gulf Store-ში იქნება შესაძლებელი.
ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტასთვის“ მომხმარებელზე ზრუნვა ერთჯერადი შეთავაზებით არ შემოიფარგლება. გვინდა, მძღოლი ჩვენს მხარდაჭერას ყოველდღიურად გრძნობდეს და ავტომობილის მოვლა მისთვის მარტივი და პერსონალიზებული იყოს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა Tegeta App. ამ კამპანიით კი გვინდა, მეტმა ავტომფლობელმა გაიცნოს აპლიკაცია და ის ყოველდღიურად გამოიყენოს.
მომხმარებელი მარტივი რეგისტრაციით იღებს, ერთი მხრივ, აპლიკაციას, რომელიც ავტომობილის მოვლას ერთ სივრცეში აერთიანებს, მეორე მხრივ კი - მოგების შანსს. საჩუქარიც ავტომფლობელების რეალურ, ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული, ამიტომ ნებისმიერი მძღოლისთვის სასურველი და გამოსადეგია. ჩვენთვის მთავარია, მომხმარებელთან ურთიერთობა ერთ ტრანზაქციაზე მეტი იყოს და მათ ჩვენგან ხელშესახები სარგებელი მიიღონ“.
გათამაშება „თეგეტასა“ და „გალფს“ შორის არსებული გრძელვადიანი პარტნიორობის ნაწილია. ორ ბრენდს საერთო მომხმარებელი აერთიანებს - მძღოლი. „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის მოვლაზე ზრუნავს, „გალფი“ კი - საწვავსა და გზაზე ყოველდღიურ საჭიროებებზე. როცა ამ ორი სფეროს წარმომადგენლები საკუთარი მომხმარებლისთვის ერთიანდებიან, ავტომფლობელები კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებასა და მეტ სარგებელს იღებენ.
ნინჩო ჯიბლაძე, „გალფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „გალფისთვის“ მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორული პროექტების განხორციელება, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ სარგებელს სთავაზობს. „თეგეტასთან“ გრძელვადიანი თანამშრომლობა სწორედ ამ საერთო ხედვას ეფუძნება - გავუმარტივოთ ავტომფლობელებს ყოველდღიური გადაადგილება და ავტომობილზე ზრუნვა.
ამ კამპანიით გვინდა, Tegeta App-ის ახალ მომხმარებლებს დამატებითი მოტივაცია და სასიამოვნო გამოცდილება შევუქმნათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჩუქრად მიღებული „გალფ კლუბის“ ქულები მომხმარებლებს არჩევანის თავისუფლებას აძლევს - მათ შეუძლიათ ქულები გამოიყენონ როგორც საწვავის შესაძენად, ისე Gulf Store-ში ყოველდღიური საჭიროებებისა და სასურველი პროდუქტების მისაღებად. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და მომხმარებლებისთვის ორივე ბრენდის შეთავაზებებს მეტად ღირებულს ხდის“.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის საკმარისია, მომხმარებელმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთოს Tegeta App, გაიაროს პირველადი რეგისტრაცია და გაააქტიუროს ანგარიში. აქციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს, თუმცა ის მხოლოდ ახალ მომხმარებლებზე ვრცელდება“.
ფორმატი, სადაც ყოველი 50-ე მომხმარებელი იგებს, გამჭვირვალე და სწრაფია - გამარჯვებულებს კამპანიის დასრულებამდე ლოდინი არ უწევთ, ისინი აქციის მთელი პერიოდის განმავლობაში ვლინდებიან. შესაბამისად, გამარჯვებულთა რაოდენობა მონაწილეთა ჩართულობის ზრდის პარალელურად იმატებს - რაც მეტი ადამიანი დარეგისტრირდება, მით მეტი ავტომფლობელი მიიღებს საჩუქარს.
გათამაშება Tegeta App-ის გაცნობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია - აპლიკაცია კამპანიის დასრულების შემდეგაც მძღოლის ყოველდღიურ მეგზურად რჩება. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე წამში, ლოდინის გარეშე ჩაეწეროს სერვისზე, გამოიძახოს „თეგეტა კომფორტი“, ნახოს ავტომობილის ისტორია, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები, გაიგოს საწვავის ფასი და მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე შეთავაზებების შესახებ. აპლიკაცია თავად შეახსენებს მძღოლს გეგმიურ მომსახურებას, ამიტომ ზეთის შეცვლის ან ტექდათვალიერების ვადების დამახსოვრება აღარ არის საჭირო. ჯარიმების შემოწმება და გადახდაც პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი.
Tegeta App თეგეტას ციფრული ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის მომხმარებელთან პირდაპირი და მუდმივი კომუნიკაციის არხი, რომლის მეშვეობითაც კომპანიის სერვისები ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. აპლიკაცია, მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე, მუდმივად ვითარდება - უახლოეს პერიოდში მას ახალი ფუნქციები დაემატება, რომლებიც ავტომობილის მოვლას კიდევ უფრო მარტივსა და პერსონალიზებულს გახდის.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.
(R)
