ზურაბიშვილის აზრით, რუსეთი საქართველოში ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას ტესტა...
„დამიბრუნეთ ჩემი ხმა“
ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს
პარლამენტი არ არის
ლეგიტიმური, ისევე როგორც
მის მიერ დამტკიცებული
პრემიერ-მინისტრი არ არის
ლეგიტიმური და არ აქვს
მანდატი, მიეღო
გადაწყვეტილება, რომელიც
მიიღო 28 ნოემბერს, რომელიც
ევროკავშირისკენ
საქართველოს გზის
შეწყვეტას ითვალისწინებს.
ეს საქართველოს
მოსახლეობის 80 პროცენტის
ნების საწინააღმდეგოა“, -
აღნიშნა პრეზიდენტმა.მან
საქართველოში ჩატარებულ
საპარლამენტო არჩევნებზე
ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს
იყო რუსული სტილის
არჩევნები.„ეს იყო რუსული
სტილის არჩევნები. ეს იყო
რუსეთის მხრიდან ჩარევის
ერთ-ერთი მცდელობა.
საარჩევნო კამპანიის დროს
პროპაგანდის უმეტესი
ნაწილი რუსეთის მხრიდან
ინსპირირებული იყო.
ზოგიერთი ვიდეო იმის ასლი
იყო, რა ვიდეოებიც რუსეთის
არჩევნების დროს
გამოიყენებოდა. ეს
სტრატეგია მხოლოდ
საქართველოს არ ეხება. იმის
შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ
მიაღწია თავის მიზნებს
უკრაინაში. რუსეთი ცდის
ამის ალტერნატივას,
რომელიც არის ჰიბრიდული
ომი მისი მეზობლების
წინააღმდეგ.ჩვენ ვართ
პოლიგონი. პირველი იყო
მოლდოვა და მათ წარმატებას
ვერ მიაღწიეს მოლდოვაში
მოლდოვის დიასპორას
დამსახურებით. საქართველო
არის შემდეგი პოლიგონი და
თქვენ გაქვთ კიდევ ერთი,
თქვენთან ძალიან ახლოს -
რუმინეთი, სადაც კიდევ ერთი
პოლიგონი.ვფიქრობ, ყველა
ჩვენგანი უნდა იყოს
შეშფოთებული, პირველ რიგში,
საქართველო, რადგან ჩვენი
უახლოესი მომავალი ახლა
განისაზღვრება, მაგრამ
ყველა ჩვენგანი უნდა
შეაშფოთოს იმ ფაქტმა, რომ
რუსეთი ახალ სტრატეგიას
ტესტავს. ჰიბრიდულ
სტრატეგიას, სადაც
საქართველო კარგი ტესტი
იყო მათთვის, რადგან
ხელისუფლება ეხმარებოდათ.
ისინი არიან რუსეთის
მარიონეტები,
ახორციელებენ რუსეთის
მეთოდებს და რუსულ
კანონებს. ჩვენ გვაქვს
რუსული კანონი, რომელიც
ყველა ჩვენგანმა ვიცით. ეს
არის კანონი, რომელმაც
რუსეთს საშუალება მისცა,
კონტროლის ქვეშ მოექცია
საკუთარი სამოქალაქო
საზოგადოება.არჩევნებამდე,
დე ფაქტო მმართველმა,
ბატონმა ივანიშვილმა
გააფრთხილა ოპოზიციური
პოლიტიკური პარტიები, რომ
მათ დაშლიდნენ,
დააპატიმრებდნენ და
გააუქმებდნენ არჩევნების
შემდეგ. ეს არის გეგმა
პოლიტიკური
პარტიებისთვის.
სამოქალაქო საზოგადოებაც,
არასამთავრობოები, მათი
ჩათვლით, რომლებიც
ჰუმანიტარული მიზნებით
მოქმედებენ, იგივე
საფრთხის ქვეშ არიან,
რადგან ყველა, ვინც ქვეყნის
გარედან ფინანსდება,
ექცევა იმ რუსული კანონის
ქვეშ, რომელიც მოქმედებს და
რომელიც თანდათან
განხორციელდება ყველას
წინააღმდეგ. თქვენს წინაშე
საუბრობს პრეზიდენტი,
რომელიც არის უკანასკნელი
დამოუკიდებელი
ინსტიტუტი“, - აღნიშნა
პრეზიდენტმა.მისი თქმით,
საქართველო, სახელმწიფო,
რომელიც იყო დემოკრატიული
რეფორმების მოდელი
რეგიონში, რომელიც ძალიან
ახლოს იყო ევროპულ კართან,
ახლა საპირისპირო
მიმართულებითაა
შებრუნებული.„მათ ჰქონდათ
ახალი პრეზიდენტის
არჩევნების პაროდია. სადაც
საარჩევნო ბიულეტენში
მხოლოდ ერთი სახელი იყო და
ამ პაროდიაში მხოლოდ ერთი
პარტია მონაწილეობდა. ასე
რომ, ჩვენ ვართ სიტუაციაში,
სადაც არ გვაქვს არცერთი
ლეგიტიმური ინსტიტუტი.
ყველა ინსტიტუტი არის ერთი
პარტიის ხელში და ეს პარტია
კი ერთი პირის ხელში და ეს
ერთი პირი ძალიან არის
დაკავშირებული რუსეთთან
არჩევანით თუ გარკვეული
ძალით, ჩვენ ეს არ ვიცით,
მაგრამ ფაქტია, რომ
საქართველო, სახელმწიფო,
რომელიც იყო დემოკრატიული
რეფორმების მოდელი
რეგიონში, რომელიც ძალიან
ახლოს იყო ევროპულ კართან,
ახლა საპირისპირო
მიმართულებითაა
შებრუნებული“, - განაცხადა
პრეზიდენტმა.საქართველოს
პრეზიდენტი იტალიის
სენატის, საგარეო საქმეთა
და თავდაცვის კომიტეტისა
და ევროპულ საქმეთა
კომიტეტის
თავმჯდომარეების
მოწვევით, კომიტეტების
გაერთიანებულ სხდომაზე
სიტყვით პარასკევს, 20
დეკემბერს გამოვიდა.
1734691589