თბილისი (GBC) - სს თელასი 1H26-ის საოპერაციო მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც კომპანიამ საანგარიშო პერიოდში 1.91 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 4.7%–ით (85 მლნ კვტ.სთ-ით) აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.
აღნიშნულ მატებას კომპანია ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალ აბონენტთა რაოდენობის ზრდას უკავშირებს.
კერძოდ, თელასის აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4.5%-ით (35.5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 833.4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 746.6 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 86.8 ათასი – იურიდიული პირი.
ამავე პერიოდში კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7,810 კმ შეადგინა, რაც 7%-ით (510 კმ-ით) აღემატება 2025 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს. კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
|
მაჩვენებელი |
2026 წლის 6 თვე |
2025 წლის 6 თვე |
+/- |
|
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
7,810 |
7,300 |
+7% |
|
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ.სთ |
1.91 |
1.825 |
+4.7% |
|
მომხმარებელთა რაოდენობა, ათასი |
833.4 |
797.9 |
+4.5% |
