თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $12.9 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3.8 მლრდ იყო (გაიზარდა 20.1%-ით), ხოლო იმპორტი $9 მლრდ (გაიზარდა 0.7%-ით). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივნისში $5.1 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.