თბილისი (GBC) - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში ლიახვის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1.2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ წყალმომარაგების სისტემაზე 4 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 2 სახანძრო ჰიდრანტი და 14 წყალარინების ჭა დამონტაჟდება.

სარეაბილიტაციო პროექტი 2024 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება, რაშიც კომპანია ჯამში 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

პროექტის შედეგად, ნაძალადევის რაიონში ლიახვის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.