თბილისი (GBC) – 44,5 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ხობი 2 ჰესის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს, 30 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება.

„ხობი 2 ჰესი“ სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს.

სადგურის დადგმული სიმძლავრეა 44,5 მგვტ, ელ. ენერგიის გამომუშავება 200 მლნ კვტ სთ.; ინვესტიციის მოცულობა პროექტის პირველი ფაზისთვის 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 500 ადამიანი.

ობიექტის გახსნის ცერემონიაში ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიღებს მონაწილეობას.