ზურაბიშვილი: პუტინი დათანხმდა შეაჩეროს თავდასხმები ენერგოობიექტებზე, მ...
„სავარაუდოდ, ცეცხლის
დაუყოვნებლივ შეწყვეტის
შესახებ მოწოდება მიზნად
ისახავდა ადამიანური
მსხვერპლის შეჩერებას და
არა რუსული აქტივების
დაცვას. ეს არის მშვიდობის
პუტინისეული გზა“, - წერს
ზურაბიშვილი.თავდაპირველად
გუშინ, 18 მარტს, აშშ-ის
პრეზიდენტის დონალდ
ტრამპისა და რუსეთის
პრეზიდენტის, ვლადიმერ
პუტინის სატელეფონო
საუბრის შესახებ
განცხადება გაავრცელა
თეთრი სახლის
პრესმდივანმა ქეროლაინ
ლევიტმა, რომელმაც აღნიშნა:
"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ
მშვიდობისკენ სვლა
დაიწყება ენერგეტიკისა და
ინფრასტრუქტურის სფეროში
ცეცხლის შეწყვეტით, ასევე
შავ ზღვაში საზღვაო
ცეცხლის შეწყვეტის, სრული
ცეცხლის შეწყვეტისა და
მუდმივი მშვიდობის
დანერგვის შესახებ
ტექნიკური
მოლაპარაკებებით. ეს
მოლაპარაკებები
დაუყოვნებლივ დაიწყება
ახლო
აღმოსავლეთში“.ქეროლაინ
ლევიტის თქმით, ტრამპმა და
პუტინმა ისაუბრეს
უკრაინაში მშვიდობისა და
ცეცხლის შეწყვეტის
აუცილებლობაზე."ორივე
ლიდერი თანხმდება, რომ ეს
კონფლიქტი უნდა დასრულდეს
მდგრადი მშვიდობით. მათ
ასევე ხაზი გაუსვეს
გაუმჯობესებული ორმხრივი
ურთიერთობების
აუცილებლობას აშშ-სა და
რუსეთს შორის. სისხლი და
ფული, რასაც უკრაინაც და
რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ,
უკეთესად შეიძლებოდა
მოხმარებოდა მათი
ხალხების საჭიროებებს. ეს
კონფლიქტი არასდროს უნდა
დაწყებულიყო და დიდი ხნის
წინ უნდა დასრულებულიყო
გულწრფელი და
კეთილსინდისიერი
სამშვიდობო
ძალისხმევით.მათ ასევე
განიხილეს სტრატეგიული
იარაღის გავრცელების
შეჩერების აუცილებლობა და
ითანამშრომლებენ
სხვებთან, რათა
უზრუნველყონ ამის
მაქსიმალურად ფართო
გამოყენება. ორივე ლიდერი
იზიარებს მოსაზრებას, რომ
ირანი არასდროს უნდა
აღმოჩნდეს ისრაელის
განადგურების
შესაძლებლობის მქონე
პოზიციაში. ორივე ლიდერი
შეთანხმდა, რომ აშშ-სა და
რუსეთს შორის
გაუმჯობესებული ორმხრივი
ურთიერთობებით მომავალს
ძალიან დიდი პოტენციალი
აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ
ეკონომიკურ შეთანხმებებსა
და გეოპოლიტიკურ
სტაბილურობას, როდესაც
მშვიდობა იქნება
მიღწეული“, – ნათქვამია
ლევიტის
განცხადებაში.აშშ-ის
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპსა და რუსეთის
პრეზიდენტს, ვლადიმერ
პუტინს შორის სატელეფონო
საუბრის შესახებ
მოგვიანებით კრემლმა
გაავრცელა განცხადება,
სადაც ნათქვამია, რომ
"სატელეფონო საუბრისას
აღინიშნა სერიოზული
რისკები, დაკავშირებული
კიევის რეჟიმის
შეთანხმების
უუნარობასთან, რომელმაც
უკვე არაერთხელ ჩაშალა და
დაარღვია მიღწეული
შეთანხმებები. ყურადღება
გამახვილდა კურსკის ოლქის
სამოქალაქო მოსახლეობის
წინააღმდეგ უკრაინელი
მებრძოლების მიერ ჩადენილ
ბარბაროსულ ტერორისტული
ხასიათის
დანაშაულებზე".„ლიდერებმა
განიხილეს უკრაინაში
არსებული სიტუაცია.
ვლადიმერ პუტინმა
მადლიერება გამოხატა
დონალდ ტრამპის მიმართ
საბრძოლო მოქმედებებისა
და ადამიანური
დანაკარგების შეწყვეტის
კეთილშობილური მიზნის
მიღწევისკენ
სწრაფვისთვის. რუსეთის
პრეზიდენტმა გამოთქვა
მზადყოფნა, ამერიკელ
პარტნიორებთან ერთად,
საგულდაგულოდ შეისწავლოს
მოგვარების შესაძლო გზები,
რომელიც უნდა იყოს
კომპლექსური, მდგრადი და
გრძელვადიანი ხასიათის, და
რა თქმა უნდა,
გაითვალისწინოს კრიზისის
ძირეული მიზეზების
აღმოფხვრის უპირობო
აუცილებლობა და რუსეთის
კანონიერი ინტერესები
უსაფრთხოების სფეროში“, –
ნათქვამია კრემლის
ინფორმაციაში.კრემლის
ცნობით, საუბრის დროს
ხაზგასმით აღინიშნა, რომ
კონფლიქტის ესკალაციის
თავიდან აცილებისა და მისი
პოლიტიკური და
დიპლომატიური გზით
მოგვარების მიზნით
საკვანძო პირობა უნდა იყოს
საგარეო სამხედრო
დახმარებისა და
კიევისთვის სადაზვერვო
ინფორმაციის მიწოდების
სრული შეწყვეტა.როგორც
განცხადებაშია აღნიშნული,
დონალდ ტრამპის ბოლო
მოწოდებასთან
დაკავშირებით,
შეუნარჩუნონ სიცოცხლე
კურსკის ოლქში ალყაში მყოფ
უკრაინელ სამხედროებს,
ვლადიმერ პუტინმა
დაადასტურა, რომ რუსული
მხარე მზადაა,
იხელმძღვანელოს
ჰუმანიტარული
მოსაზრებებით და ტყვედ
ჩაბარების შემთხვევაში
უკრაინის შეიარაღებული
ძალების ჯარისკაცების
სიცოცხლისა და ღირსეული
მოპყრობის გარანტიას
აძლევს რუსეთის
კანონებისა და
საერთაშორისო სამართლის
შესაბამისად.რუსული
მხარის ცნობით, საუბრისას
დონალდ ტრამპმა წამოაყენა
წინადადება, რომ
კონფლიქტის მხარეებმა
ენერგეტიკული
ინფრასტრუქტურის
ობიექტებზე დარტყმებზე 30
დღით უარი თქვან. "ვლადიმერ
პუტინი ამ ინიციატივას
დადებითად გამოეხმაურა და
რუს სამხედროებს მაშინვე
მისცა შესაბამისი
ბრძანება. რუსეთის
პრეზიდენტი ასევე
კონსტრუქციულად
გამოეხმაურა დონალდ
ტრამპის მიერ გამოთქმულ
იდეას შავი ზღვის
აკვატორიაში ნაოსნობის
უსაფრთხოების შესახებ
ცნობილი ინიციატივის
განხორციელების შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ
დაიწყოს მოლაპარაკებები
ამგვარი შეთანხმების
კონკრეტული დეტალების
დამატებითი
შემუშავებისთვის“, –
აღნიშნულია კრემლის
განცხადებაში.კრემლის
განცხადებით, ვლადიმერ
პუტინმა ასევე ამერიკელ
კოლეგას მიაწოდა
ინფორმაცია, რომ 19 მარტს
რუსულ და უკრაინულ
მხარეებს შორის ტყვეების
გაცვლა განხორციელდება –
175/175-ზე. კრემლის ცნობით,
გარდა ამისა, კეთილი ნების
ჟესტად, უკრაინულ მხარეს
გადასცემენ რუსეთის
სამედიცინო
დაწესებულებებში
სამკურნალოდ მყოფ 23 მძიმედ
დაჭრილ უკრაინელ
სამხედროს. კრემლის
განცხადებით, ლიდერებმა
დაადასტურეს თავიანთი
განზრახვა, გააგრძელონ
ძალისხმევა უკრაინის
კონფლიქტის დარეგულირების
მისაღწევად ორმხრივ
რეჟიმში, მათ შორის აშშ-ის
პრეზიდენტის
ზემოაღნიშნული
წინადადებების
გათვალისწინებით, და ამ
მიზნით იქმნება რუსული და
ამერიკული ექსპერტთა
ჯგუფები.ვლადიმერ პუტინი
და დონალდ ტრამპი ასევე
შეეხნენ საერთაშორისო
დღის წესრიგის სხვა
საკითხებს, მათ შორის
ვითარებას ახლო
აღმოსავლეთში და წითელი
ზღვის რეგიონში.კრემლის
ცნობით, ერთობლივი
ძალისხმევა
განხორციელდება კრიზისულ
წერტილებში სიტუაციის
სტაბილიზაციის მიზნით და
ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობისა და
გლობალური უსაფრთხოების
საკითხებზე
თანამშრომლობის
დასალაგებლად. ეს, თავის
მხრივ, ხელს შეუწყობს
რუსეთ-ამერიკის
ურთიერთობების ზოგადი
ატმოსფეროს
გაუმჯობესებას.რუსეთის
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ცნობით,
საუბრის დროს ორმხრივი
ინტერესი გამოითქვა ორ
ქვეყანას შორის
ურთიერთობების
ნორმალიზებასთან
დაკავშირებით, მსოფლიოში
უსაფრთხოებისა და
სტაბილურობის
უზრუნველყოფაზე რუსეთისა
და შეერთებული შტატების
განსაკუთრებული
პასუხისმგებლობის
გათვალისწინებით.დონალდ
ტრამპის გაპრეზიდენტების
შემდეგ იგი პუტინს უკვე
მეორედ ესაუბრა ტელეფონით.
1742374512