თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $6.87 მლრდ შეადგინა, რაც 17.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 60.2%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 57.2%-ით გაიზარდა და $4.14 მილიარდს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • ჩინეთი - $654.8 მლნ
  • რუსეთი - $578.6 მლნ
  • თურქეთი - $350 მლნ

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $828.8 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, $523.7 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.6%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $262.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3%).