თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟოზე მებაჟეებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების 1 755 ცალი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ორ შეკვრად დაფასოებული საქონელი მალულად ჰქონდა განთავსებული ავტომობილის სალონში.

არადეკლარირებული მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ  61 890 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.