თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.7%-ით;
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.2%-ით;
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.4%-ით.
საქსტატის მონაცემებით 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 7.3%-იანი მატებით, რამაც 1.45 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 25.9%-იანი მატებით და მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4%-იანი მატებით, რამაც შესაბამისად 2.99 და 1.75 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 32.2%-ით.
