თბილისი (GBC) - მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი პარასკევის ვაჭრობებზე საშუალოდ 1,5%–ით მცირდება. თბილისის დროით 12:45 საათისთვის, ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობი 1,4%–ს კარგავს და ბარელის ფასი $90,09–ს შეადგენს. ამერიკული WTI კი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამ დროისთვის 1,47%–ით არის გაიაფებული და ბარელი $83,28 ღირს.

თავდაჯერებულად მყარდება ლარი დოლართან კვირის ბოლო სავაჭრო დღეს. ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისათვის $1 Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 2,755 ლარი ღირს, რაც 0,18%–ით ნაკლებია ხუთშაბათის სავაჭრო სესიის დახურვის მომენტში დაფიქსირებულ კურსზე.