თბილისი (GBC) – ოქროს ფასმა ბაზარზე რეკორდული მაქსიმუმი განაახლა და უნცია $4380–ად ივაჭრება. ძვირფას ლითონს ფედრეზერვისგან ფულად–საკრედიტო პოლიტიკის შერბილების მოლოდინი და აშშ–ვენესუელას შორის დაძაბულობის გამწვავება უმატებს ფასს.

ორშაბათის ვაჭრობაზე უნცია ოქროს ფასი 1,1%–ით გაიზარდა, $4 386–მდე. სხვა ძვირფასი ლითონებიც ძვირდება: ვერცხლის ფასი 2,6%–ით ავარდა – $68,87–მდე, პლატინა – 3,9%–ით.

ბაზრის მონაწილეებს აშშ–ის სტატისტიკური მონაცემები, ქვეყნის შრომის ბაზრის სისუსტის შესახებ, უქმნის მოლოდინს, რომ ფედრეზერვი 2026 წელს ფულად–საკრედიტო პოლიტიკას ორჯერ შეამცირებს.

ოქროზე, როგორც დამცავ აქტივზე, მოთხოვნას აშშ–ის მიერ ვენესუელის საზღვაო ბლოკადის გამკაცრებაც ზრდის.