თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ის ცერემონიაზე კალაძესთან და მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მივიდა და საავტომობილო ბრენდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“15-20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, აქ „ფერარის“ ცენტრი გაიხსნებოდა, არავინ დაიჯერებდა", თუმცა წელს აღარაა გასაკვირი. კობახიძეს ამ ფაქტით ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ენიშნა
"ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანა ვითარდება."„ფერარი" არის საავტომობილო ინდუსტრიის ფლაგმანი, ნამდვილი ლიდერი, ეს არის იტალიური ხარისხის ეტალონი", - განაცხადა მან.
განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რენო დე პოლის (ფერარის ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტი) და ალი ნაზარს (ნაზარ ჰოლდინგის დამფუძნებელი).
ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.




