სსფ: სებ-მა ნეიტრალური პოლიტიკური კურსი უნდა შეინარჩუნოს
ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან
ახლოს შენარჩუნდება,
მიმდინარე ანგარიშის
დეფიციტი კი მშპ-ის
დაახლოებით 5%-ზე
დასტაბილურდება.IMF-ის
რეკომენდაციით, ეროვნულმა
ბანკმა უნდა შეინარჩუნოს
ნეიტრალური პოლიტიკური
კურსი, რაც ეფუძნება მოქნილ
და მონაცემებზე
დაფუძნებულ მიდგომას.
ინფლაციის მიზნობრივ
დონესთან და პოლიტიკის
განაკვეთის ნეიტრალურ
მაჩვენებელთან სიახლოვის
ფონზე, ამჟამინდელი
პოლიტიკა შეფასებულია
როგორც შესაბამისი. თუმცა,
მათივე თქმით, მზარდი
ფასები სასურსათო
პროდუქტებზე და გლობალური
გაურკვევლობა მოითხოვს
ფრთხილ მიდგომას შემდგომი
შერბილებისადმი.რეზერვების
დაგროვება, ლარის კურსის
მოქნილობის შენარჩუნებით,
IMF-ის შეფასებით უნდა დარჩეს
პრიორიტეტად. FX
ინტერვენციებმა შესაძლოა
შეამსუბუქა ბაზრის
არასტაბილურობა, თუმცა
საფინანსო ინსტიტუტის
თქმით, ეროვნული ბანკი უნდა
მოერიდოს მოქმედებებს, რაც
პოლიტიკის გადაცემის
მექანიზმს და სანდოობას
დააზიანებს, როგორიცაა
ინტერ-ბანკურ და პოლიტიკის
განაკვეთებს შორის
ხანგრძლივი აცდენა.
პოლიტიკის მიზნებსა და
რისკების ბალანსზე უფრო
მკაფიო კომუნიკაცია
გაზრდის გამჭვირვალობას
და პოლიტიკის
ეფექტიანობას.IMF-ის
შეფასებით, ეროვნული
ბანკის მმართველობის და
დამოუკიდებლობის
გაძლიერება კვლავ
პრიორიტეტია. მიუხედავად
პროგრესისა – მათ შორის
ბორდის შევსება და
მმართველის დანიშვნა –
ეროვნული ბანკის შესახებ
კანონში ცვლილებები,
რომლებიც მოიცავს
მმართველობისა და
ფინანსური ავტონომიის
გაძლიერებას, ჯერ არ არის
მიღებული. რეფორმებმა უნდა
უზრუნველყოს
არააღმასრულებელი
წევრების უმრავლესობის
არსებობა, ფინანსური
ტრანსფერების შეზღუდვა
მთავრობასთან, მმართველი
თანამდებობის გადაბარების
წესის დაზუსტება და საბჭოს
წევრების კვალიფიკაციის
გაძლიერება. კოლეგიალური
გადაწყვეტილების მიღების
მოდელის დანერგვა
მმართველობას
გააუმჯობესებს.ფისკალური
პოლიტიკის შეფასებით, იგი
ადეკვატურადაა მორგებული
არსებულ გარემოზე.
ყურადღება უნდა
გამახვილდეს შემოსავლების
მობილიზებაზე და ხარჯების
ეფექტიანობის გაზრდაზე.
საჯარო ვალი რჩება
გონივრულ დონეზე, ხოლო 2.5%-ზე
დაბალი დეფიციტის მქონე
ფისკალური სტრატეგია
საშუალებას მისცემს ვალის
სტაბილიზაციას ფისკალური
წესის ჭერის
ქვემოთ.შემოსავლების
მობილიზება უნდა მოხდეს
საგადასახადო რეფორმების
გზით, რომელიც გააფართოებს
ბაზას და შეამცირებს
საგადასახადო შეღავათებს,
რაც უნდა დაეფუძნოს
გაძლიერებულ სტრატეგიას
და მოიცავდეს დეტალურ
ვადებსა და მოსალოდნელ
შედეგებს.IMF-ის თქმით,
საჯარო ხარჯების
ეფექტიანობა უნდა
გაუმჯობესდეს
საინვესტიციო მართვის
პროცესების და ხარჯების
მიმოხილვების მეშვეობით.
სოციალური დახმარებები
უკეთ უნდა იყოს მიზნობრივი
და ორიენტირებული ყველაზე
მოწყვლად ჯგუფებზე.
გასაუმჯობესებელია ასევე
დასაქმების სტიმულები და
საზოგადოებრივი
სამუშაოების
პროგრამა.სახელმწიფო
საწარმოთა რეფორმა, IMF-ის
რეკომენდაციით, უნდა
განხორციელდეს სწრაფად,
რათა გაიზარდოს
ეფექტიანობა, მმართველობა
და კონტროლი და შემცირდეს
ფისკალური რისკები.
ფინანსთა სამინისტროს
ძლიერ სამეთვალყურეო როლს
გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს. რეფორმის გზის უნდა
შემუშავდეს გზამკვლევი და
სწრაფად
განხორციელდეს.მთავარ
მიზნებს შორისაა:
მფლობელობის, რეგულირების
და პოლიტიკის ფუნქციების
გამიჯვნა ინტერესთა
კონფლიქტის თავიდან
ასაცილებლად და
კორპორაციული
მმართველობის
გაძლიერება.საფინანსო
სექტორი ჯანსაღია და
რეფორმები
განხორციელებულია, თუმცა
დამატებითი ნაბიჯებია
საჭირო მდგრადობის
გასაძლიერებლად. საჭიროა
დოლარიზაციის შემდგომი
შემცირება, სამომხმარებლო
სესხების სწრაფი ზრდისა და
ლარში დაფინანსების
წნეხის მუდმივი
მონიტორინგი.გაძლიერებული
მაკროპრუდენციული და
კრიზისების მართვის
ჩარჩოები აუცილებელია
სისტემური ბანკების
რისკების შესამცირებლად.
პრიორიტეტია რეზოლუციის
ჩარჩოს სრულად ამოქმედება
და დეპოზიტების დაზღვევის
გაძლიერება.საფინანსო
ინსტიტუტის თქმით,
გაფართოებული
საერთაშორისო და არაბანკო
საქმიანობის ფონზე,
აუცილებელია ვირტუალური
აქტივების მომსახურე
პროვაიდერების და
კონსოლიდირებული
ზედამხედველობის
ეფექტიანი ჩარჩოს
შექმნა.საფინანსო
სექტორში კონკურენცია
უნდა გაუმჯობესდეს, მათ
შორის ღია ბანკინგის
დანერგვის
გზით.სტრუქტურული
რეფორმები, IMF-ის შეფასებით,
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია
ინკლუზიური, დასაქმებაზე
ორიენტირებული და მდგრადი
ზრდისთვის. პრიორიტეტებია
სტრუქტურული უმუშევრობის
მაღალი დონის, დაბალი
აგროპროდუქტიულობის და
კვალიფიკაციის დეფიციტის
დაძლევა – პროფესიული
განათლების,
მასწავლებელთა ხარისხის
და მიზნობრივი
აგროსტიმულირების
გზით.ემიგრაციის
სარგებლის მაქსიმიზაცია
საჭიროებს დაბრუნების
ხელშეწყობას, ფულადი
გზავნილების უკეთ
გამოყენებას და უცხოელი
ტალანტების მოზიდვას.
ინფრასტრუქტურაში
ინვესტიციების გაგრძელება
და რეგიონული ინტეგრაცია
აუცილებელია ლოგისტიკური
ხარჯების შესამცირებლად
და კონკურენტუნარიანობის
გასაზრდელად.მათივე
შეფასებით, მართვის
ხარისხით საქართველო ბევრ
თანატოლ ქვეყანას
აღემატება, თუმცა ბოლო
პერიოდის უკუსვლამ ნათლად
აჩვენა, რომ საჭიროა
სასამართლოს
დამოუკიდებლობის
განმტკიცება,
ანტიკორუფციული ბიუროს
გაძლიერება და ქონებრივი
დეკლარაციების
მონიტორინგის
ეფექტიანობის
უზრუნველყოფა.IMF-ის
რეკომენდაციაა, რომ მუხლი
IV-ის შემდეგი კონსულტაცია
ჩატარდეს სტანდარტული
12-თვიანი ციკლის ფარგლებში.
1753265605