თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკის შეხვდა.მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ტენდენციები.

ლორკოვსკის განაცხადა ორგანიზაციის მზადყოფნა, განაგრძოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროპულს დაუკავშირდება.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან საქართველოს ნორმატიული ბაზის დაახლოების და თანამედროვე კონკურენტული საბაზრო პრინციპების დანერგვის შესახებ.