თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი "და ანაკლიის მისასვლელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ“. 

ლაშა აბაშიძის შეფასებით, ეს იქნება მასშტაბური პროექტი, სადაც იგეგმება როგორც სალიანდაგო, ასევე საკონტაქტო ხაზის მშენებლობა.

„საქართველოს რკინიგზა ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სატვირთო სადგურის აშენებასაც აპირებს. ანაკლიის პორტთან მისასვლელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2- 2,5 წელიწადში დასრულდება“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.