თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ,,ლაგოდეხის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საზღვრის კვეთის პროცედურებს ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი (დაჩი) ბერაია სტაციონარული რენტგენო ინსპექტირების სკანერის მუშაობის პროცესს დაესწრო.

კახეთის რეგიონში ყოფნისას, ის თელავის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრშიც მივიდა, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. თქვა, რომ რეგიონებში შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.