თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "სარფსა" და ,,ქუთაისის აეროპორტში" 189 754 ლარის 756 გ-მდე ოქროს ნაკეთობები ამოიღეს.
სამართალდამრღვევი 1 მოქალაქის საქმის მასალები სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 2 კანონდამრღვევი, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, 145 075 ლარით დაჯარიმდა.