თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის 16 მაისის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580  შეადგინა.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბაზარს კურსის სტაბილიზაციის მიზნით მიაწოდა $60 მლნ.