თბილისი (GBC) - „თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლ CEO -ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, როგორც საზმაუს პროკურატურამ უთხრა. 

საფუძველი გახდა გიორგი ბაჩიაშვილის აღიარება, სისხლის სამართლის ყველა საქმეზე და თანამშრომლობა გამოძიებასთან. ასევე აანაზღაურა ზიანი.

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაზე ბაჩიაშვილს 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ის მაისში სუსმა დააკავა. როგორც  თავად  განაცხადა, ყველა ნორმის დარღვევით. 

მანამდე, ქვეყნის იძულებით დატოვებაზე ინფორმაცია 4 მარტს სოციალურ ქსელში გაავრცელა.