სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი საბანკო სექტორის 17-20%-იანი მომგებიანობის შენარჩუნების პერსპექტივას გრძელვადიან პერიოდში ხედავს.

პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) დასკვნით ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, საქართველოს საბანკო სექტორის მიმზიდველობაზე განაცხადა. აღნიშნა რომ ბაზარი  მაღალ კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ელოდებიან ახალ მცირე მოთამაშეებს ციფრული და მიკრო ბანკების სახით.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელ ინფლაციას სექტორის მომგებიანობაზე უარყოფითად არ უმოქმედია, პირიქით წახალისდა კიდეც მოგების ზრდა. ამასთან  აღნიშნა, რომ ინვესტორების  მაღალი ინტერესის შენარჩუნებისთვის, კაპიტალზე  17-20%-იანი უკუგება ყველაზე ოპტიმალურია.  შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, რასაც ბანკების ინვესტორები ეყრდნობიან. იპტიმალურობის დასტურად, მან დეპოზიტის 12%-იანი სარგებელი მოიხმო, ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე დაბალრისკიანია, ბანკის კაპიტალში ინვესტირებისაგან განსხვავებით.

მომგებიანობის უფრო დაბალ ნიშნულზე გასვლა ნიშნავს აქციონერების განწყობების გაუარესებას, რაც საქართველოს ბაზრის მიმზიდველობაზეც აისახება.

მისივე თქმით, მიმზიდველობას განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტრუქტურაც, რომ  მთლიანად კერძო კაპიტალითაა წარმოდგენილი.

ასევე აღნიშნა, რომ სანქციების  დარღვევაში ბაზრის არცერთი მონაწილეა შემჩნეული, თუ პროცედურულ გადაცდომებს და ანგარიშგების წესების დარღვევას  არ ჩავთვლით.  მისი ინფორმაციით მაისის მდგომარეობით 154 სიბუექტია დაჯარიმებული, მ.შ. 3 მისო, ფასიანი ქაღალდების 3 რეგისტრატორი და 3 ბანკი.

ბანკები კაპიტალზე უკუგებით (ROE) და საოპერაციო მოგებით

 

 

 

  000

საქართველოს ბანკი

33.00%

462,499

თიბისი

24.53%

365,190

ხალიკ ბანკი

23.50%

7,229

კრედო

22.87%

24,948

იშ ბანკი

20.67%

7,872

პროკრედიტ ბანკი

16.76%

17,804

ტერა ბანკი

15.28%

8,876

ქართუ

12.86%

16,431

ლიბერთი

12.72%

35,190

ბაზისბანკი

12.32%

20,232

 

 

 

წყარო: ბანკები