თბილისი (GBC) - სებ-მა 400 000 ლარით სავალუტო ჯიხურები დაჯარიმებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

AML/CFT კანონმდებლობის დარღვევისთვის 6 სანქცირებულიდან ყველაზე მეტი - 98 000 ლარი დაეკისრა შპს "მონეტო ჩეინჯის" (მესაკუთრე ანა გეგელია), რომელსაც 14 გარიგება არ გაუტარებია ელექტრონულ სისტემაში

დანარჩენის 5 -ის ("პაგაა", "მონეტა", "თეთრი", "ლობჟანიძე", "მარიამიძე") დარღვევა-გადაცდომები  თითქმის იდენტურია. მარეგულირებელი ბაზრის მონაწილეებს მონიტორინგის, აღრიცხვის და ანგარშგების წესების დარღვევას ედავება.

უმეტეს შემთხვევაში სავალუტო პუნქტების ტრანზაქციები დაუარქივებელია. არ არის გატარებული ელექტრონულ სისტემაში. ასევე ბევრჯერ და განმეორებით მომსახურება გაწეულია ვერიფიკაციის გარეშე

წელს სებ-მა 70-მდე სავალუტო ჯიხურის სანქციებაზე განაცხადა. ნაწილს ბაზრის დატოვება ან ქსელის შემცირება უწევს.

ამ დროისთვის ბაზარზე 671 პუნქტი რჩება (L/Y - 720)