თბილისი (GBC) – Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებას სთავაზობს, რათა მათ სასურველი შენაძენი უფრო ხელსაყრელი პირობებით გააკეთონ. შეთავაზებებს შორისაა ნაწილ-ნაწილ გადახდის განახლებული პირობებიც.

30 ნოემბრის ჩათვლით, Black Friday-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადა გაახანგრძლივა და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს 2,500-მდე პარტნიორ ობიექტში მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად ისარგებლონ ნაწილ-ნაწილ გადახდით და შენაძენის ღირებულება 4-ის ნაცვლად 6 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ.

პარტნიორი ობიექტების სრული სია ნახეთ ამ ბმულზე.

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა უკვე 6 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი თანხა გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე თანაბრად გადაანაწილონ. შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.

(R)