თბილისი (GBC) – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სამშაბათს განაცხადა, რომ საქართველოში კაზინოების სექტორში ერთბაშად და უხეშმა ჩარევამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეული პრობლემები შეუქმნას.

მისი თქმით, კაზინოები საქართველოში მრავალი წელია ფუნქციონირებს და ტურიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი. ასე განვითარდა ეს სექტორი. შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, საპატრიარქოსთან მთავრობას მუდმივი კომუნიკაცია აქვს და ამ მიმართულებით პრობლემები არ არსებობს.