თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) სააქციო კაპიტალის ოდენობამ 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, 44,351,550 ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქცია შეადგინა. 

აღნიშნული რიცხვი აქციონერებისთვის უკვე საანგარიშო მაჩვენებელია საკუთარი წილის გამოქვეყნების ვალდებულებისა თუ სხვა მიზნებისთვის.

კაპიტალი ჯგუფმა ბოლოს იანვრის ბოლოს, კერძოდ 20 იანვარს, 51,597 აქციით შეამცირა, რითაც გასული წლის 22 აგვისტოს დამტკიცებული აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების ₾73.4 მლნ-იანი პროგრამაც ჩახურა.

პროგრამის დაწყებიდან საერთო ჯამში ჯგუფმა 475,433 ჩვეულებრივი აქცია გამოისყიდა და კაპიტალიც შესაბამისად, ამდენივე აქციით შეამცირა.

პროგრამის დასრულებას მისი დამტკიცების დროს, ჯგუფი არაუგვიანეს 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრამდე, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში ელოდა, თუმცა რამდენიმე თვით ადრე დახურა. დამტკიცებული კაპიტალის შემცირების პროგრამით გამოსყიდვის მაქსიმალური აქციების ოდენობა 4,336,154 აქცია იყო.