თბილისი (GBC) – Lion Finance Group PLC (LFG/ყოფილი Bank of Georgia Group PLC; BOGG) თითო ჩვეულებრივ აქციაზე შუალედურ დივიდენდს ₾3.05 ლარს 25 სექტემბერს გადაიხდის.

კერძოდ, 2Q26-ის შესაბამის დივიდენდს ჯგუფი ფუნტ სტერლინგში, 7-11 სექტემბრის სების მიერ დადგენილი ₾/£ საშუალო კურსით აანაზღაურებს, რომელმაც 3.5348 შეადგინა.

შესაბამისი კურსით კი ფუნტ სტერლინგში 11 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ აქციონერებზე თითო ჩვეულებრივ აქციაზე ჯგუფი £0.86284938-ს გადაიხდის.