თბილისი (GBC) - CT მოლის (4 ლოკაცია გლდანი/საბურთალო) მფლობელი IG Develompent ჯორჯია, $45 მილიონიანი საემისიო პროსპექტის ფარგლებში, სასესხო  ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციები) მორიგ ტრანშზე აცხადებს, რომლითაც $15 მლნ -მდე მოიზიდავს.

ქვეყნის უმსხვილესი მეიჯარეს, რომელსაც 300-მდე უნიკალური მოიჯარე ჰყავს, წლიური (2023 წ.) შემოსავლის (88 მლნ ლარი) 98% 4 მოლიდან აქვს მიღებული.

კომპანია მოიჯარეებისგან რამდენიმე სახის შემოსავალს იღებს: საიჯაროს (ფიქსირებულს და დენომინირებულს აშშ დოლარში) და მომსახურების შემოსავალს (დასუფთავება, ტექნიკური უზრუნველყოფა,უსაფრთხოება...).

გარკვეული კლიენტებისგან იჯარის ფიქსირებული თანხის ნაცვლად, კლიენტისთვის გაქირავებულ ფართში დაგენერირებული შემოსავლის პროცენტს იღებს, საშუალოდ შემოსავლის 20%-ს.

იჯარიდან მიღებული შემოსავლის 77% ფიქსირებულია. 23% - წილი მოიჯარეების შემოსავლის მიხედვით.

IG Develompent -ის $15 მილიონიანი განთავსება (2-წლიანი ობლიგაციები, ნომინალი $1 000) 8 ივლისისთვის იგეგმება და არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას მოხმარდება.

არსებული საპროცენტო ვალდებულებები სრულად დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, საიდანაც აშშ დოლარის წილია 81%, ევროს 19%. (01.01.2023: 64%/ 36%,01.01.2022: 85%/15%). საემისიო პროსპექტის მომზადების თარიღისთვის (12/2023) ვალდებულებები ფიქსირებული განაკვეთითაა, თუმცა უმეტესობა სესხებისთვის, 2024 წლის თებერვლიდან ცვლადი გახდა (თუ დათქმა არ შეიცავალა)  შესაბამისი ბენჩმარკით (1 თვიანი SOFRM) და სპრედით.

კრედიტორი საქართველოს ბანკია. სულ, სესხების ჯამური ნარჩენი ღირებულება 80 მლნ-მდე ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში. 64 მლნ-მდე ლარის,  აშშ დოლარშია და ₾15 მლნ-მდე, ევროში.

ყველა სესხი არის ამორტიზებადი, ვალუტების მიხედვით ჩაშლა წარმოდგენილია ქვემოთ, მოცემულია ათას ლარში:

(ბიზნესპარტნიორი)