თბილისი (GBC) - ყაზახური მედია ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის, ერლან აკენჟენოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს.

აკენჟენოვის თქმით, 2024 წელს ქვეყანამ აღნიშნული მარშრუტით დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ნავთობი გაგზავნა, 2025 წელს კი ამ მოცულობის 1.7 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი ყაზახური ნავთობის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტად რჩება და მისი გამოყენების გაფართოების მიზნით, მუშაობა გრძელდება", - ამბობს ერლან აკენჟენოვი.