თბილისი (GBC) - ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა, წლიურად 16%-ით, 42,3 მლრდ ლარამდე. აქედან ლარშია 18 მლრდ-ის, დანარჩენი უცხოურ ვალუტაში.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.09%, ხოლო ევროს წილმა 16.2% შეადგინა (L/Y - 83.3%; 15.3%). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 42.7%-მდეა გაზრდილი (L/Y - 39.2%).
სებ-ის სტატისტიკით, ოქტომბერში ანაბრების 243 მილიონით ზრდაა (+0.58%m.m). თუმცა ამავე მოცულობით შემცირებულია ვადიანი დეპოზიტები (-243 მლნ m.m).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.74% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.3%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.96%. (01.22.2021 - 5.8%; 10.6%: 0.8%).
ბანკები არასაბანკო დეპოზიტებით (000 ₾) და გადახდილი %%-ით:
| 
 | 10m/2022 | 10m/2022 | 
| თიბისი ბანკი | 16,713,322 | 487,245 | 
| საქართველოს ბანკი | 16,539,080 | 468,541 | 
| ლიბერთი ბანკი | 2,625,187 | 132,146 | 
| ბაზისბანკი | 1,942,823 | 58,497 | 
 
     
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
         
         
         
        