თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე, რაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული საერთაშორისო განთავსებაა.

UzNIF-ის IPO-მ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია და მოთხოვნამ $2.8 მლრდ-ს გადააჭარბა, ხოლო ტრანზაქციის მოცულობამ $603.6 მლნ შეადგინა.

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, მონაწილეობა მიეღოთ უზბეკეთის კაპიტალის ბაზრისთვის  ისტორიულ ტრანზაქციაში. UzNIF-ის პირველადი საჯარო განთავსება არა მხოლოდ უზბეკეთის, არამედ მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია. გალტ & თაგარტი მომავალშიც გააგრძელებს ინვესტორებისთვის საერთაშორისო საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის გაზიარებას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ UzNIF საინვესტიციო ფონდია, რომელიც ფლობს წილებს უზბეკეთის 13 სტრატეგიულ ორგანიზაციაში. 2025 წლიდან ფონდის მართვასა და სამეურვეო ფუნქციას Franklin Templeton ახორციელებს, რაც UzNIF-ს საერთაშორისო გამოცდილებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

(R)