თბილისი (GBC) – 5 ივლისი გაორმაგების დღეა, -  საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის PLUS დაბადების დღესაც განსაკუთრებული შეთავაზებებით აღნიშნავს.

საქართველოს ბანკმა და Galleria Tbilisi-მ მომხმარებელს სპეციალური შეთავაზება მოუმზადეს. 

5 ივლისს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილ პარტნიორ მაღაზიებში PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები ორმაგ სარგებელს მიიღებენ და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება არაერთ პრემიუმ, საერთაშორისო და სხვა პოპულარული ბრენდის მაღაზიაზე, რაც სასურველი ნივთების კიდევ უფრო მომგებიან პირობებში შეძენის შესაძლებლობას გაძლევთ. 

Galleria Tbilisi მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც პრემიუმ და საერთაშორისო ბრენდებს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და მრავალფეროვან მაღაზიებს ერთ სივრცეში აერთიანებს. თუ გაორმაგების დღის განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობა გსურთ, 5 ივლისს ეწვიეთ Galleria Tbilisi-ს.  

პარტნიორი მაღაზიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.

(R)