თევზი 20.4%-ით - ხორცი 9.8%-ით გაძვირდა
რაც შეეხება საბაზო
ინფლაციას, აღნიშნულმა
მაჩვენებელმა 2026 წლის
ივნისში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით 3.5% შეადგინა,
ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის
მაჩვენებელი 3.2%-ით
განისაზღვრა. ყოველთვიური
ინფლაციის მაჩვენებლის
ფორმირებაზე ძირითადი
გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სასტუმროები,
კაფეები და რესტორნები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
2.1%-ით. შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08
პ.პ. შეადგინა. ფასები
გაიზარდა როგორც ღამის
გასათევით მომსახურებაზე
(4.1%), ისე საზოგადოებრივ
კვებაზე (1.7%);ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
0.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
0.08 პ.პ.-ით აისახა. ფასები,
ძირითადად, მომატებულია
სატრანსპორტო
მომსახურებასა (2.9%) და
პირადი სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე
(0.2%);ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები
შემცირდა 2.3%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე -0.1 პ.პ.-ით
აისახა. ფასები
შემცირებულია როგორც
ტანსაცმლის (-3.1%), ისე
ფეხსაცმლის (-0.6%)
ქვეჯგუფებზე;სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები შემცირდა
0.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე
-0.07 პ.პ.-ით აისახა. ფასები
შემცირებულია
ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და
კვერცხი (-1.5%), შაქარი, ჯემი და
სხვა ტკბილეული (-1.3%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (-1.1%),
ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7%).
ამასთან, ფასები გაიზარდა
ქვეჯგუფებზე: ხილი და
ყურძენი (3.3%), თევზეული (1.5%),
ხორცი და ხორცის
პროდუქტები (0.5%), პური და
პურპროდუქტები (0.1%),
მინერალური და წყაროს
წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (0.1%). საქსტატის
მონაცემებით, წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია
ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და
უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
5.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
1.92 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია ქვეჯგუფებზე:
თევზეული (20.4%), ხორცი და
ხორცის პროდუქტები (9.8%), ხილი
და ყურძენი (8.7%), პური და
პურპროდუქტები (6.6%), შაქარი,
ჯემი და სხვა ტკბილეული (5.5%),
ზეთი და ცხიმი (5.5%), ყავა, ჩაი
და კაკაო (4.2%), მინერალური და
წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური
წვენები (1.8%), რძე, ყველი და
კვერცხი (1.8%), ბოსტნეული და
ბაღჩეული (0.4%);ტრანსპორტი:
ჯგუფში ფასები გაიზარდა
16.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
1.87 პ.პ.-ით აისახა. ფასები
მომატებულია პირადი
სატრანსპორტო
საშუალებების
ექსპლუატაციაზე (24%) და
სატრანსპორტო
მომსახურებაზე
(11.8%);საცხოვრებელი, წყალი,
ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში
ფასები მომატებულია 7.2%-ით,
რაც 0.69 პ.პ.-ით აისახა მთლიან
ინდექსზე. ფასები
გაზრდილია ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და
სათბობის სხვა სახეები (10.1%),
საცხოვრებლის მიმდინარე
მოვლა და შეკეთება (6.8%) და
ფაქტიური გადასახადი
საცხოვრებელზე
(5.4%);ჯანმრთელობის დაცვა:
მოცემულ პერიოდში ჯგუფში
ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რაც
ინფლაციაზე 0.4 პ.პ.-ით აისახა.
ფასები გაიზარდა
ქვეჯგუფებზე: სამედიცინო
პროდუქცია, აპარატურა და
მოწყობილობა (7.5%) და
ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურება (3%).
1783063385