თბილისი (GBC) – ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ირანში დაგეგმილ ვიზიტს X-ზე ეხმაურება. კონგრესმენის განცხადებით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან „ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები“ იკრიბებიან.
უილსონი მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ ყალბ პრეზიდენტად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი ეს ნაბიჯი ანტიდასავლური კურსის კიდევ ერთი დასტურია.
„ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმაოს“, - აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი.
Dictator Khamenei’s funeral draws together all of the worst America haters from around the world, as the Georgian Dream’s fake President Mikheil Kavelashvili plans to attend to deepen the rabidly anti-American pact between Iran and the Georgian Dream https://t.co/upa1NHKuCt
— Joe Wilson (@RepJoeWilson) July 3, 2026
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.
