თბილისი (GBC) - ტურისტული შემოსავლების ზრდა შენელდა. H1/2025 -ის მდგომარეობით, უცხოელ ვიზიტორებისგან შემოსავლის წლიური ზრდა 3.8%-ია (L/Y +5.3%Y.Y).

2025-ის 6 თვეში ვიზიტორების კონტრიბუცია 1.972 მლრდ აშშ დოლარია (H1/2024 – $1.898 მლრდ)

ზრდა მნიშვნელოვანწილად მეზობელი რესპუბლიკებიდან (რუსეთის გარდა), ისრაელიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების დანახარჯების მატებით არის განპირობებული.

მოსაზღვრე  თურქეთიდან შემოსული მოქალაქეების დანახარჯები 2025-ის II კვარტალში გაზრდილია (Q1/2025 – $107 მლნ, Q2/2025 – $151 მლნ), თუმცა მთლიანად, 2 კვარტლის ანგარიშით, წლიურად კლებაა, 10%-ით.

საქართველოში რუსი ვიზიტორების დანახარჯების კლების წლიური მაჩვენებელი 20% -ს აღწევს, რაც სტატისტიკის მეთოდოლოგიის ეფექტია.  ჩვენ ქვეყანაში  1 წელზე მეტი პერიოდით მცხოვრები (ან თუ 1 წელზე მეტი ხნით აპირებენ დარჩენას) რუსი, ისევე როგორც ბელარუსი და უკრაინელი, ვიზიტორად აღარ კლასიფიცირდება და რეზიდენტის კატეგორიაში გადის (სსფ-ს მეთოდოლოგიით. ასეთი  კონტინგენტი, 01.07.2025-ის მდგომარეობით, რუსეთიდან შემოსულების 21%-მდეა, უკრაინელი სტუმრების 20.1% და საქართველოს საზღვარგადმოკვეთილი ბალერუსების 15.3%.

სებ-ის სტატისტიკაში „დანარჩენი ქვეყნების“, მ.შ. ჩინეთის და აზიის სხვა ქვეყნების მოგზაურების ქეისი არ  ჩანს.

სასურველი ტურისტების, ნაკლებმხარჯველით ჩანაცვლებაზე, ბაზრის რადიკალურ შეცლაზე და წლევანდელი სეზონის უცნაურობებზე მხოლოდ ტუროპერატორები  და სასტუმროების მეპატრონეები საუბრობენ. სატელევიზიო ეთერში მესტიის ერთ-ერთი სასტუმროს („ლაჰილი“) მფლობელმა ლევან დადვანმა განაცხადა, რომ მენიუს შეცვლა მოუწია. იძულებული გახდა ბრინჯი დიდი რაოდენობით დაემატებინა. ევროპელისგან განსხვავებით, რომელსაც ქართული კულტურა, სამზარეულო ხიბლავს, ეთნოტურებში მონაწილოებს, სხვა ტრადიციულ აქტივობებში ერთვება, ჩინელს, სვანური კოშკი, სვანების გადარჩენილი და საუკუნეების განმავლობაში დაცული უნიკალური სამუზეუმო ექსპოზიცია  სულ არ აინტერესებს. არც ჭვიშტარი და კუბდარი.  მითუმეტეს, თაშმიჯაბი და ფეტვიანი ხაჭაპური. უმეტესობა  საუზმეზეც კი უარს ამბობს და მარკეტის არჩევანით კმაყოფილდება. ძირითადად, როგორც დადვანმა თქვა ლაფშით იკვებებიან, სწრაფი მომზადების წვნიანით.

ვიზიტორების დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ($ მლნ) 

 

H1/2025

H1/2024

ევროკავშირი +UK

277

246

ისრაელი

242

 175

თურქეთი

258.5

 287

აზერბაიჯანი

102.6

  78.5

უკრაინა

  69.5

  69

რუსეთი

  35.8

  389

რუსეთი

  308

  380

 

წყარო: BRG